გუშინ, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე

საქათველოს ბანკის ესქპრეს ფილიალის დაყაჩაღებისას დაჭრილ მოქალაქეს ოპერაცია ჩაუტარდა. მოქალაქე მუცლის არეში დაჭრეს.თავდამსხმელი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც რადიო “ძველ ქალაქს” შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავმდამსხმელმა ასევე გარკვეული ოდენობის თანხის გატაცება შეძლო. ბრალდებულის ადგილმდებარეობის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეოსბ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

რაც შეეხება დაჭრილ მოქალაქეს, მკურნალობის ხარჯებს სრულად “საქართველოს ბანკი” დაფარავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *