25 იანვარს, 18:00 საათზე, ქუთაისში,

თეთრ ხიდზე გიორგი გიორგანაშვილის(ბახალა) მხარდასაჭერად გაიმართება აქცია – ყველა ერთისთვის! 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი  სასამართლოს სხდომის დარბაზშივე დააკავეს.

პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა.  

აქციის ორგანიზაორები გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.   

“მოვითხოვთ, გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან, გათავისუფლდეს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები, უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტკა, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *