“მერიის სამსახურების ახალი უფროსები პროფესიონალიზმისა

და კომპეტენციის მიხედვით შევარჩიეთ,”-განცხადება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სამსახურების უფროსების წარდგენაზე გააკეთა.

“სამსახურების 5 ახალი ხელმძღვანელი გვყავს. ისინი მერიის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფენ. მათთან ერთად შევძლებ, რომ ქუთაისი მომდევნო წლების განმავლობაში უკეთესი იყოს,”-განაცხადა ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერის განმარტებით, პოსტები სამხედრო და სოციალური სამსახურების ხელმძღვანელებმა შეინარჩუნეს. სამსახურებს კვლავ ლერი ყენია და გია ჩიჯავაძე უხელმძღვანელებენ.

გარდა ამისა, მერის თქმით, ადმინისტრაციული სამსახურის ძველი უფროსი ზვიად ჯავახია დღეიდან ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოსტს დაიკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *