ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სპორტული ცეკვების

სტუდიის მოსწავლეებმა თბილისში, კავკასიის თასზე იასპარეზეს. მოცეკვავეებმა სამივე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

პირველი ადგილის მფლობელი ლიკა ბუთურიშვილი გახდა, მეორე ადგილი სოფო ილურიძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე მარიამ ტარიელაშვილი გავიდა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება. თითოეული მოსწავლის წარმატება კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა, მომავალში წინსვლისა და ბევრი საქმის კეთების,”-განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.

ცენტრის სპორტული ცეკვების სტუდიაში მოსწავლეების პედაგოგი გიორგი ბუხაიძეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *