საზოგადოება
ქუთაისში ნარკორეალიზატორი დააკავეს
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ქუთაისში ნარკორეალიზატორი დააკავეს.

1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ლ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული, "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" ფხვნილი, ერთჯერად საინექციო შპრიცში მოთავსებული "ბუპრენორფინის" შემცველი სითხე და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 2 720 ლარი ამოიღეს.

ჯ.ლ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია ასევე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 250 ევრო და 100 ლარი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თბილისა და ბათუმის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა
16:35 / 19.02.2019
თბილისა და ბათუმის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა "სამოქალაქო მოძრაობის" ოფისი ქუთაისშიც გახსნა.
თბილისა და ბათუმის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა
16:16 / 19.02.2019
თბილისა და ბათუმის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა "სამოქალაქო მოძრაობის"
ქუთაისში, თაბუკაშვილის 86-ში კერძო სახლი სტიქიის შედეგად დაზიანდა.
16:06 / 19.02.2019
ქუთაისში, თაბუკაშვილის 86-ში კერძო სახლი სტიქიის შედეგად დაზიანდა.
ქუთაისში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ქალაქის ტერიტორიაზე
12:02 / 19.02.2019
ქუთაისში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ქალაქის ტერიტორიაზე
ვახტანგ მერკვილიშვილი ფერეთში ჩაის, ტყემლისა და აჯიკის
წარმოებას ეწევა.
18:11 / 18.02.2019
ვახტანგ მერკვილიშვილი ფერეთში ჩაის, ტყემლისა და აჯიკის წარმოებას ეწევა.
ვალუტა
EUR
EUR
2.9791
TRY
TRY
0.5010
USD
USD
2.6413
ამინდი
თბილისი 2 - 8 °C
img
ქუთაისი 3 - 7 °C
img
ბათუმი 6 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოშია

პრეზიდენტი წყალტუბოშია. სალომე ზურაბიშვილმა პირველად გუდიაშვილის პანო მოინახულა, შემდეგ კი სანატორიუმ მეშახტეთი დაინტერესდა.

11:35 / 09.02.2019
როგორ გამოიყურება "ყველაზე ლამაზი აივანი"-ნომინაციაში ქუთაისელმა ქალბატონმა გაიმარჯვა

კონკურსის "სუფთა რეგიონი"-ს ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვება ქუთაისელმა ქალბატონმა მოიპვა.

21:22 / 22.01.2019
ქუთაისში, "ავანგარდის", "პასილოკისა" და გამარჯვების მუნიციპალიტეტებს ახალი შენობები ექნებათ
ქუთაისში, "ავანგარდის", "პასილოკისა" და გამარჯვების მუნიციპალიტეტების
14:02 / 04.02.2019
ქუთაისში მეოთხე პოლიკლინიკის რეაბილიტაცია იგეგმება
ქუთაისში მეოთხე პოლიკლინიკის ავანგარდის  ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმებაა. ქუთაისის
14:35 / 04.02.2019