რადიო “ძველი ქალაქის” ინფორმაციით, ქუთაისში, ახალი წლის ღამეს სამი დიჯეი დაუკრავს.

მათი გამოსვლა ღია ცის ქვეშ ცენტრალურ მოედანზე, ღამის 12 საათზე დაიწყება. ქუთაისელი მსმენელისათვის შოუს დიჯეები: Tade, zurkin და kura გამართავენ.

“ახალ წელს ბევრ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს ქუთაისის მერია. ამის შესახებ ვრცლად ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები,-“აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 

Kura, იგივე გიორგი ყურაშვილი, 11th დიჯეი სკოლის კურსდამთავრებული და კლუბ ,,რეფლექტორის” რეზიდენტი დიჯეია. როგორც ,,რეფლექტორის” წარმომადგენელმა რამზეს კილასონიამ განაცხადა, ქუთაისის მერიასთან მოლაპარაკებები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

Tade პროდიუსერი და დიჯეია. მისი პირველი რელიზი 2013 წელს კანადურ ლეიბლ Dash Deep Records-ზე გამოიცა. მას შემდეგ იყო რელიზები Underyourskin Records-ზე. ალბომში შესული ერთ-ერთი კომპოზიციის პრემიერა კი Deep House Amsterdam-ზე შედგა. მისი რელიზები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა Dialtone Records, Re:Sound Music, Default Machine, Black Hills Recordings და Timelapse Of A Dream.

Zurkin-ი vodkast records-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საქართველოში 2017 წლის საუკეთესო დიჯეია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *