წყალტუბოში საახალწლო სამზადისი დაიწყო. საახალწლო ქალაქი წყალტუბოელებს და ქალაქის სტუმრებს

22 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს სთავაზობს. წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებებით მოირთვება ქალაქის შემოსასვლელი, ცენტრალური პარკი და საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის”” მიმდებარე ტერიტორია.

საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი:

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია დაგეგმილია 22 დეკემბერს, 18:00 საათზე. ასევე, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით;

28 დეკემბერს, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში”” ფოლკლორულ ანსამბლ ,,ნადურისა”” და ფინეთიდან მოწვეული მომღერლის ლუიზა ომაროვას ერთობლივი ფოლკლორული კონცერტი ჩატარდება;

1-ლ იანვარს, 13:00 საათზე, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში”” ა(ა)იპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან”” არსებული წრეების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება ,,საახალწლო ზღაპარი”;

2 იანვარს, 13:00 საათზე, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში”” გაიმართება სტუდია “ცისარტყელა” საესტრადო კონცერტი;

3 იანვარს, 17:00საათზე, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში”” სტუდია “ცისარტყელა” წარმოადგენს სპექტაკლს- “წუნა და წრუწუნა”;

9 იანვარს, 18.00 საათზე, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში”” ნიღბების თეატრი წარმოადგენს ,,საახალწლო ზღაპარს”;

ძველით ახალ წელს, 14 იანვარს, 17:00 საათზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდება საზეიმო კონცერტი.

საახალწლო საჩუქრები დაურიგდებათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს, საჩუქრების შესაძენად 2018 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 12000 ლარი არის გამოყოფილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *