“ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა

და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები,”-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

ალტერნატივად სამინისტრო მოსახლეობას ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *