საზოგადოება
ხელოვნების პარკი და ფესტივალი- ქუთაისის პარლამენტის მიმდებარედ დაგეგმილი პროექტი
არასამთავრობო ორგანიზაციამ "უბან არტი" ქუთაისში ალტერნატიული კულტურული სივრცის განვითარებისთვის პროექტი შეიმუშავა. პროექტი ხელოვნების პარკის მოწყობასა და ფესტივალის "UPPERGROUND"-ის დაარსებას ითვალისწინებს.

როგორც პროექტის კურატორი, ხვიჩა დოღონაძე ამბობს, პროექტის განსახორციელებლად პარლამენტის უკან მდებარე აუთვისებელი ტერიტორიაა შერჩეული. მისი განმარტებით, ადგილზე დაცული ტერიტორია უნდა მოეწყოს, მოწესრიგდეს გზები და ინფრასტრუქტურა. დოღონაძე განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე, ინვესტიცია სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, ხოლო შემდეგ ადგილის განვითარებაში კერძო ინვესტორი უნდა ჩაერთოს.

"ხელოვნების პარკი სახელოვნობო  და საგანმანათლებლო სივრცეების შექმნას, პროფესიული სასწავლებლების, კინოსახლის, ბიენალეებისათვის პავილიონებისა და სხვა შექმნას მოიცავს. მათ შორის იქნება მინი სასტუმროები, სპორტული კომპლექსები. თვითონ პარკს საქართველოს რუკის კონტური ექნება. ტერიტორია აბსოლიტურად აუთვისებელია. თანხები დასჭირდება ინფრასტრუქტურის, გზების მოწყობას. დასაწყისში პროექტის განხორციელება სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ხოლო შემდეგ ინვესტორები უნდა შემოვიდნენ ტერიტორიაზე. არის მიმოწერა სხვადასხვა უწყებებთან. მერია ამბობს, რომ სახელმწიფო კომპეტენციაა, სახელმწიფო კი მერიასთან გვამისამართებს,"-ამბობს დოღონაძე.

პროექტის კურატორის თქმით, პროექტის განხორციელება ტურიზმის განვითარებაზეც დადებითად იმოქმედებს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კაფეს
15:48 / 25.06.2019
კაფეს "სავანე" საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 16 ივლისს
კაფე
10:59 / 25.06.2019
კაფე "სავანესა" და ქუთაისის მერიის დავასთან დაკავშირებთ ქუთაისის
შინაგან საქმეთ მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას საპროტესტო
12:33 / 24.06.2019
შინაგან საქმეთ მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას საპროტესტო
10:53 / 24.06.2019
"SOS რუსულია - არა რუსულ პროდუქციას" - ამ მოწოდებით კამპანია დაიწყო.
ქუთაისში საქართველოს პარლამენტთან მომხდარი მოვლენები გააპროტესტეს.
20:24 / 21.06.2019
ქუთაისში საქართველოს პარლამენტთან მომხდარი მოვლენები გააპროტესტეს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 19 - 36 °C
img
ქუთაისი 22 - 33 °C
img
ბათუმი 23 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019