საზოგადოება
"ღამე მუზეუმში"-იმერეთის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ღონისძიებები
"ღამე მუზეუმში" აღნიშვნას იმერეთის მუნიციპალიტეტებიც უერთდება. მუზეუმების კარი დამთვალიერებლებისათვის ღია 18 მაისის, 01:00 საათამდე იქნება. ღონისძიებების ჩამონათვალი:

გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი

21:00-00:00- ღია კარის დღე მუზეუმში, ექსკურსიები ყოველ საათში;

10:00-18:00 - "მაისი ყვავილების დედოფალი" - ყვავილების გამოფენა-გაყიდვა დღის განმავლობაში; 

18:00 - მოხსენება თემაზე - "მუზეუმის როლი განათლებისა და კულტურის პოტენციალის ამაღლებასა და განვითარებაში"; 

19:00 - კონკურსი თემაზე "მუზეუმი - ჩემი ემოცია", კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება;

20:00 - შემოქმედებითი ჯგუფის "პარნასი", წარმოდგენა; 

21:00 - ეროვნული სამოსის ჩვენება; 

23:00 - ფოლკლორული და ქორეოგრაფიული კონცერტი.


ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი


10:00- 01:00-ღია კარის დღე მუზეუმში, სამუზეუმო კვირეულის ფარგლებში გამართული სხვადასხვა კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება.


აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი


19:00 - ფოლკლორულ ანსამბლ "ჩანამღერისა" და საჩხერის კულტურის ცენტრთან არსებული მამია ხატელიშვილის სამუსიკო სტუდიის კონცერტი; 

21:00 - ფილმების "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" და "აკაკის აკვანის" ჩვენება.


ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი


14:00 - ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მუზეუმის თანამშრომლების მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქორეოგრაფიული ჯგუფების ჩართულობით;

15:00 - ეროვნულ სამოსში გამოწყობილი უფროსკლასელები მუზეუმში გიდობას გაუწევენ სკოლის მოსწავლეებს პროექტის "მოხალისე გიდების" ფარგლებში;

17:00 - ფოლკლორული და ელექტრონული მუსიკის კონცერტი ღია ცის ქვეშ #მოდიღამემუზეუმში;

12 20:00 - გამოფენის "ოქროდ ქცეული სიბრძნე" გახსნა - ერმილე მაღრაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენა;

21:00 - სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელები გადაეცემათ "მუზეუმის მეგობრებს".


ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

20:00 - ღონისძიება "ფესვებიდან მომავლისკენ" 21:00 - გამოფენა "ძველი და ახალი ჭიათურა".


ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

17:00 - 01:00-კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის მუზეუმების შესახებ;

ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა;

მუზეუმის პირველი დირექტორის, ზ. წიტაიშვილისადმი მიძღვნილი ლექცია და ფოტოგამოფენა;

განახლებული ექსპოზიცია;

სკოლის მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.


პროფესორ ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი


10:00 - 23:00-ღია კარის დღე მუზეუმში;

ხალხური თამაშობების ჩვენება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა მონაწილეობით;

პოეზიის საღამო (პაოლო იაშვილის მემორიალურ სახლში);

პროფესორ ჯურხა ნადირაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აქტივობები მოსწავლეთა მონაწილეობით - "არქეოლოგიური თამაშები", ვიქტორინა და ლაშქრობები საირხესა და მოდინახეზე;

მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ქალების მიერ ტრადიციული სუფრის ჩვენება.


კოტე წერეთლის სახელობის მემორიალური მუზეუმი

15:00 - 23:00 - ღონისძიება - "აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა" - ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.


ხონის ისტორიული მუზეუმი

18:00 - ვიდეოკოლაჟის ჩვენება - " ხონის მუზეუმი დასაბამიდან დღემდე";

19:00 - საბრძოლო, ჭედური იარაღების გამოფენა;

20:00 - მუზეუმის ეზოს ეთნოგრაფიულ კუთხეში ახლადაგებული იმერული ოდა სახლისა და წისქვილის პრეზენტაცია;

21:00 - სასულე ორკესტრისა და ფოლკლორული ანსამბლ "იმერის" კონცერტი;

23:00 - პოეზიის საღამო კოცონთან და იმერული სუფრით გამასპინძლება.


გივი ჯაოშვილის სახელობის ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი


14:00 - ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა - აღლუმი;

15:00 - აქტივობა საჯარო სკოლების ჩართულობით "ჩვენ და ტრადიციები";

17:00 - პოეტ მალხაზ მაჭავარიანის წიგნის "მზის სხივის" პრეზენტაცია;

19:00 - უშ. ჩხეიძისადმი მიძღვნილი წარმოდგენა;

21:00 - გალა-კონცერტი ადგილობრივი კოლექტივების მონაწილეობით.


გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმში დაცული უნიკალური წიგნების გამოფენა; ნიკო ლორთქიფანიძე - დიდი ნოველისტი - გამოფენა; მეთუნის უმარტივესი დაზგის აწყობა და თიხის ჭურჭლის დამზადების პროცესი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტით დაფინანსებული რესტავრირებული ხატების გამოფენა; მუზეუმის ფონდში დაცული უნიკალური ხელნაწერების გამოფენა; ხალხური საკრავები და მათი ისტორიები; უმარტივესი საქსოვი დაზგის აწყობა; წყალტუბოს საჭადრაკო წარსულიდან - ნოე თუთისანის გამოფენა და ჭადრაკის სეანსი; გამოფენა - "წყალტუბოელი კინორეჟისორები"; ოთარ იოსელიანის ფილმის "გიორგობისთვე" დოკუმენტური ნაწილის ჩვენება და შეხვედრა ფილმის წყალტუბოელ მონაწილეებთან; საქართველოს რუკის აწყობა ფაზლებით და სანთლებით განათება; კონცერტი სხვადასხვა მუსიკალური კოლექტივების მონაწილეობით.


ნაკაშიძეების ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზუემი მისამართი

10:00 - 01:00-ღია კარის დღე მუზეუმში; მუზეუმი უმასპინძლებს ბაღდათის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს, კულტურისა და სპორტის ღვაწლმოსილ პირებს; მოხსენებები მუზეუმებსა და მათ როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.


ფოტო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო
14:38 / 16.09.2019
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო
ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი დასრულდა. საზეიმოდ გაიხსნა ჭავჭავაძის
ქუჩაზე,
00:09 / 16.09.2019
ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი დასრულდა. საზეიმოდ გაიხსნა ჭავჭავაძის ქუჩაზე,
ტყიბულელმა ძიუდოისტმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ
23:58 / 15.09.2019
ტყიბულელმა ძიუდოისტმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019