Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

"ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის 100 წელი"- ლექცია აწსუ-ში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა ისტორიების თვის ფარგლებში, საჯარო ლექცია მოეწყო. ქალთა უფლებები და ხელოვნებისათვის მებრძოლი ქალები ასი წლის განმავლობაში - თემაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორმა, ქეთი ანთელავამ ისაუბრა.

"ვისაუბრეთ თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქალბატონების ისტორიის 100 წელიწადზე ამერიკაში. ეს არის დაახლოებით 1840 -1940 წელი. არა მხოლოდ სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლი ქალები არიან საინტერესო, არამედ ხელოვნების სფეროშიც მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. განვიხილეთ პერიოდი ელიზაბეთ სტენტონიდან გერთრუდ უითნიმდე. ელიზაბეტ სტენტონის სახელს უკავშირდება გრძნობათა დეკლარაციის მიღება. ეს არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდა ქალების ბრძოლა თავიანთი უფლებებისათვის. გერტრუდ ვითნიმ 1932 წელს დაარსა ვითნის სახელობის თანამედროვე ამერიკული ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ხელოვნების სფეროში ისეთივე ფასეული მოვლენა იყო, როგორც გრძნობათა დეკლარაცია,"-განაცხადა ანთელავამ.

რაც შეეხება თანამედროვე გამოწვევების გენდერის სფეროში, ქეთი ანთელავა ამბობს, რომ ფემინიზმი საზოგადოების მხრიდან არასწორად არის გაგებული, რაც უარყოფით რეაქციებს იწვევს.

"დღევანდელი ფემინიზმი იწვევს ზოგჯერ უარყოფით რეაქციას, რომელიც უნდა მოიხსნას იმის ჩვენების ხარჯზე, რომ ფემინიზმი არ ნიშნავს აუცილებლად პოლიტიკაში ჩართულს, აუცილებლად ბიზნესში ჩართულს. არსებობს ჩვეულებრივი დიასახლისი, რომელსაც აწუხებს პრობლემები და უნდა თანასწორობა მოიპოვოს. მთავრია, რომ ფემინიზმი სწორად იყოს გაგებული,"-ამბობს ანთელავა.

ქალთა ისტორიების თვედ მარტია მიჩნეული, თუმცა, როგორც ანთელავა ამბობს, ერთი თვე საკმარისი არ არის, როდესაც თემატიკა აქტუალურია.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგრანტო პროექტს ,,საბაზისო
განათლების პროგრამა
12:58 / 10.07.2020
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგრანტო პროექტს ,,საბაზისო განათლების პროგრამა" განახორციელებს.
მდინარე რიონში მაშველები 72 წლის მამაკაცს ეძებენ. სამტრედიის
შესასვლელში, მდინარე
11:23 / 10.07.2020
მდინარე რიონში მაშველები 72 წლის მამაკაცს ეძებენ. სამტრედიის შესასვლელში, მდინარე
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. მეხუთე დღეა, აბიტურიენტები
11:21 / 10.07.2020
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. მეხუთე დღეა, აბიტურიენტები
საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა
16:14 / 09.07.2020
საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 18 - 29 °C
img
ქუთაისი 20 - 28 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
სოხუმი 21 - 28 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 19 - 27 °C
img
მესტია 9 - 20 °C
img
ზუგდიდი 21 - 27 °C
img
ბორჯომი 18 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების სამოსს კერავდა მუშაობას წყვეტს. MGMTEX-ის
10:45 / 25.06.2020
თორნიკე გელაშვილი
როგორ აისახა პანდემია ფიტნესცენტრებზე და რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა - გალილეო ფიტნესის ადმინისტრატორი
15:43 / 26.06.2020
ქუთაისის ოპერის თეატრში რეპეტიციების განახლებას 16 ივნისიდან გეგმავენ
ქუთაისის ოპერის თეატრში რეპეტიციების განახლებას 16 ივნისიდან გეგმავენ. ჯანდაცვის სამინისტრომ კულტურული
13:55 / 11.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,მთავრობის გაუგებარი პოლიტიკის და ლოგიკისგან შორს მდგარი გადაწყვეტილებების გამო ქვეყანა კარგავს ეკონომიკურ სარგებელს"
15:21 / 10.07.2020
,,მთავრობის გაუგებარი პოლიტიკის და ლოგიკისგან შორს მდგარი გადაწყვეტილებების
ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
12:57 / 10.07.2020
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის მოწყობის სამუშაოები
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
14:38 / 09.07.2020
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი