ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო.

სხვადასხვა ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. დამთვალიერებლებს მისი გაცნობისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა აქვს. 

დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ჩატარდება ცისფერყანწელების ქუჩასა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის მიმდებარედ. 

დღის ბოლოს, 19:00 საათზე მოეწყობა გალა კონცერტი. მასში მონაწილეობას ქუთაისის სახელმწიფო კაპელა, აფხაზეთის კაპელა, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნუკრი კაპანაძე, სოფო ბათილაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი, გიორგი ცაგარელი და DJ KORDZ მიიღებენ.

ღონისძიებების განრიგი იხილეთ აქ:




კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *