საზოგადოება
სამტრედიაში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის და გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და გაუპატიურების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული რ.ვ დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რ.ვ.-მ, რომელიც მეგობარ ქალთან მ.მ-სთან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, 2018 წლის ივნისიდან - ნოემბრის ჩათვლით მ.მ-ს არასრულწლოვან შვილთან, სხვადასხვა დროს სამჯერ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ასევე ისარგებლა 7 წლის გოგონას უმწეო მდგომარეობით და გააუპატიურა იგი.

სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ გარდა აღნიშნული დანაშაულისა, რ.ვ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მ.მ-ს და მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ.
სამართალდამცველებმა რ.ვ. 2018 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და "გოლდ-სტარის" მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა.

რ.ვ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) 111 -137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ"" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ოჯახის წევრის მიმართ), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ რ.ვ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 22 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
24 ივლისიდან ვიზიტორებისთვის ნავენახევის მღვიმე
13:01 / 23.07.2019
24 ივლისიდან ვიზიტორებისთვის ნავენახევის მღვიმე
12:16 / 23.07.2019
"სპეციალურ სერვისებს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქალაქის მერმა
ქალაქში დასუფთავების კუთხით შექმნილ პრობლემებზე განცხადებას
15:15 / 22.07.2019
ქალაქში დასუფთავების კუთხით შექმნილ პრობლემებზე განცხადებას
ქუთაისის ქუჩებიდან მოსახლეობა ნარჩენების გატანას ითხოვს.
14:59 / 22.07.2019
ქუთაისის ქუჩებიდან მოსახლეობა ნარჩენების გატანას ითხოვს.
ქუთაისში მდებარე სამკერვალო საწარმო
14:09 / 22.07.2019
ქუთაისში მდებარე სამკერვალო საწარმო "ქუთექსში" დასაქმებულების ბრალდებებს
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 22 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 28 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019