საზოგადოება
კაფეს "სავანე" საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 16 ივლისს გამოაცხადებს

კაფეს "სავანე" საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 16 ივლისს გამოაცხადებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარეებმა მტკიცებულებების წარდგენა დაასრულეს. 

კაფეს მეპატრონეები ამბობენ, რომ მერიის მხარის დოკუმენტები სიახლე არ არის და აღნიშნული დოკუმენტები მათაც აქვთ წარდგენილი. 

"იგივეა რაც ჩვენ წარვადგინეთ. ჩვენ უფრო ჩაშლით გვაქვს და მეტი დოკუმენტია, ვიდრე მერიამ წარადგინა. ეს ბაღის გენერალური გეგმაა, ასევე მერის ბრძანება კაფესათვის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით. იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. იმას, რასაც მოსამართლე ითხოვდა წინა პროცესზე არანაირად არ შეესაბამებოდა. ჩემი აზრით, მერიას არანაირი დოკუმენტი არ აქვს და რაღაც ქაღალდებს ისვრის."- განაცხადა კაფეს მეპატრონემ გიორგი ტურაბელიძემ. 

შეგახსენებთ, კაფეს მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. კაფეს მეპატრონეები აცხადებენ, რომ მათ ობიექტი 23 წლის წინ 10 000 დოლარად შეიძინეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. მათივე განმარტებით, მერიამ აზომვითი ნახაზები გააყალბა და მასზე ტერიტორია კონსტრუქციის გარეშეა დატანილი.

კაფე "სავანეს" მეპატრონეების ბრალდებებს, ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ირაკლი გიორგაძემ უპასუხა. როგორც იურიდიული განყოფილების უფროსი ამბობს, 23 წლის წინ ტურაბელიძეებმა მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია შეიძინეს, რომელიც მიწასთან უძრავად დაკავშირებული არ იყო.


 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონში უფასო სკრინინგული კვლევები ჩატარდება.
20:00 / 05.12.2019
ზესტაფონში უფასო სკრინინგული კვლევები ჩატარდება.
ქუთაისში, დროშის აღსამართავად გამოცხადებულ ტენდერში, შპს
17:45 / 04.12.2019
ქუთაისში, დროშის აღსამართავად გამოცხადებულ ტენდერში, შპს "გი-ან 2011"-მა გაიმარჯვა. კომპანია
ქუთაისში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტი
21:19 / 03.12.2019
ქუთაისში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
15:16 / 03.12.2019
"ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართვიანობა და შემაკავებელი
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 0 - 7 °C
img
ქუთაისი -2 - 9 °C
img
ბათუმი 3 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019
​ქუთაისის ოპერის თეატრში ,,დაისს" თორნიკე მარჯანიშვილი დადგამს
​ქუთაისის ოპერის თეატრში ,,დაისს" თორნიკე მარჯანიშვილი დადგამს. დრამის რეჟისორი
16:57 / 06.11.2019