ქალაქში დასუფთავების კუთხით შექმნილ პრობლემებზე განცხადებას

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “სპეციალური სერვისები” ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთდროულად რამდენიმე სპეც. ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა, რამაც შეფერხება გამოიწვია. მათივე თქმით, ტექნიკის შეკეთება მიმდინარეობს, მის დასრულებამდე კი ნარჩენების გატანა სხვა რესურსუთ განხორციელდება.

“მ/წლის 20 – 21 ივლისს ერთდროულად რამდენიმე ერთეული ნაგავშემკრები ა/მანქანების სპეც. ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო ახალგაზრდობის, ლეონიძის, აბაშიძის, კუპრაძის, ი.ჭავჭავაძის და წერეთლის ქუჩებიდან ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა.

პრობლემის ოპერატიულად აღმოფხვრის მიზნით, სპეციალური სერვისების ტრანსპორტის სამსახური ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სპეც. ტექნიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც უახლოეს ვადებში დასრულდება. იქამდე ჩვენს ავტოპარკში არსებული სხვა რესურსით განხორციელდება აღნიშნული ქუჩებიდან ნარჩენების გატანა.

ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,”-აცხადებენ “სპეციალურ სერვისებში”.

ფოტო: ა(ა)იპ “სპეციალური სერვისები”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *