Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

საზოგადოება
რა შეიცვლება ფეროშენადნობთა ქარხანაში დასამებულებისათვის მოლაპარაკებების შედეგად?
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან კოლექტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი"-ს ადმინისტრაციასა და პროფესიულ კავშირს შორის.

მოლაპარაკებებში ადგილობრივ და დარგობრივ პროფკავშირებთან ერთად, ჩართული იყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ქარხნის ადმინისტრაციის მხრიდან კი გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა კომპანიის სპეციალური მმართველი.

მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:

2019 წლის 1-ლი ივნისიდან შრომის ანაზღაურების ზრდა 15%-ით;

2019 წლის 1-ლი ივნისიდან ღამით ნამუშევარი საათების ანაზღაურების ზრდა 50%-ით;

დასაქმებულების მომსახურე ძველი ავტობუსების ახლებით ჩანაცვლება;

ავტობუსების მოძრაობის გრაფიკში ცვლილებების შეტანა დასაქმებულთა სურვილებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

საწარმოს სავაჭრო ობიექტში ახალი ოპერატორი კომპანიის შემოყვანა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა პროდუქტების ხარისხი და დაწესდა გონივრული ფასები;

კონკრეტულ სამუშაო პოზიციები, რომლებზეც ფიქსირდებოდა სამუშაო ძალის ნაკლებობა, შეივსო ახალი კადრებით;

მე-4 საამქროს დასაქმებულებისთვის მოწესრიგდა ნორმადარის მიერ ხელფასთან დაკავშირებული საკითხებით ინფორმირების პროცესი;

ერთერთი საწარმო უბნის (მასების უბანი) დასაქმებულთა სამუშაო გრაფიკში (დასაქმებულთა სურვილის გათვალისწინებით) შევიდა გარკვეული ცვლილებები;

დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრთა სურამის დასასვენებელი საგზურებით უზრუნველყოფა კომპანიისა და პროფკავშირის თანაორგანიზებით და თანადაფინანსებით;

სადაზღვევო კომპანიასთან მოლაპარაკებების წამოწყება სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
FaceBook Twitter Google
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 22 °C
img
ბათუმი 15 - 18 °C
img
სოხუმი 14 - 20 °C
img
ფოთი 16 - 18 °C
img
თელავი 16 - 30 °C
img
მესტია 7 - 19 °C
img
ზუგდიდი 14 - 20 °C
img
ბორჯომი 11 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ 
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ. ქუთათელ-გაენათელი
20:23 / 01.05.2020
პოლიტიკის სიახლეები
ცხრაჯვარის სალოცავთან მისასველი გზის რეაბილიტაციისათვის 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
08:44 / 29.05.2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის