საზოგადოება
რიკოთის გზის შემადგენელი ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა იწყება
რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა იწყება. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ახალ გზას კომპანია “China State  Construction Engineering Corporation Limited” ააშენებს.

ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ. სამუშაოების ღირებულება 330 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების განხორციელბის ვადად 3 წელია განსაზღვრული.

პროექტი ითვალისწინებს ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობას. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები, გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი 4 სექციად არის დაყოფილი და საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. 

ფოტო:ინტერნეტიდან
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ხონში, სოფელ ჩაის მეურნეობაში, შენობის ორი სართული დაიწვა, სადაც
საჯარო სკოლა,
15:45 / 17.02.2020
ხონში, სოფელ ჩაის მეურნეობაში, შენობის ორი სართული დაიწვა, სადაც საჯარო სკოლა,
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
23:50 / 16.02.2020
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
23:50 / 16.02.2020
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
Aliexpress WW
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
ამინდი
თბილისი -2 - 5 °C
img
ქუთაისი 4 - 12 °C
img
ბათუმი 2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020