ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის

რაოდენობა, სავარაუდოდ, ერთ მილიონ ლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა, ჯონი არაბიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ასევე დიდია მოსახლეობისადმი მიყენებული ზარალი. ჯონი არაბიძე ამბობს, რომ სპეციალური კომისია მიყენებული ზიანის დათვლას, სავარაუდოდ, ორ დღეში დაასრულებს.

შეგახსენებთ, 28 სექტემბერს, ქუთაისში უხვი ნალექი მოვიდა. წყალი სანიაღვრე სისტემებმა ვერ გაატარა და ქუჩები დაიტბორა. მერიის ცხელ ხაზზე მოსახლეობის 100, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 290-მდე შეტყობინება შევიდა. 

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *