Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

საზოგადოება
"შეეჩეხა დათვი და იძულებული გახდა მოეკლა"-რას ყვებიან სოფელ უხუთში
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში წითელ ნუსხაში შეტანილი
გარეული ცხოველი მურა დათვი მოკლეს. ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს. მურა დათვი სოფელ უხუთში მცხოვრებმა გოჩა ხურციძემ მოკლა. ადგილობრივების ვერსიით, ხურციძეს ტყეში შინაური პირუტყვი დაეკარდა და მის საძებნად წავიდა, ხოლო მისი ოჯახის წევრების განმარტებით, ხურციძე ტყეში კაკლის შესაგროვებლად იყო წასული.

"წავიდა ტყეში, კაკალი უნდა მოებოჭა. არც ძაღლი წაუყვანია. ამ დროს შეეჩეხა დათვი და იძულებული გახდა მოეკლა, დაიცვა თავი, ასეთ ადამიანს არანაირი ჯარიმა არ ეკუთვნის. სანადიროდ არ დადის, ავადმყოფი შვილი ჰყავს და მას უვლის,"-ამბობს ხურციძის მეუღლე. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მასალები შემდგომი რეაგირებისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადააგზავნეს.

საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეყვანილ ცხოველზე ნადირობა ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ტექნიკური სამუშაოების გამო, 3 ივნისს, ხარაგაულის
20:46 / 02.06.2020
ტექნიკური სამუშაოების გამო, 3 ივნისს, ხარაგაულის
ქუთაისში სავაჭრო ცენტრებთან ხალხმრავლობა დილიდან შეინიშნებოდა.
დაწესებულებაში შესვლა
16:16 / 01.06.2020
ქუთაისში სავაჭრო ცენტრებთან ხალხმრავლობა დილიდან შეინიშნებოდა. დაწესებულებაში შესვლა
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები
იხსნება. დღეიდან გაიხსნა ღია სივრცის მქონე რესტორნებიც.
10:28 / 01.06.2020
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. დღეიდან გაიხსნა ღია სივრცის მქონე რესტორნებიც.
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
16:05 / 31.05.2020
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
16:05 / 31.05.2020
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 23 °C
img
ბათუმი 16 - 20 °C
img
სოხუმი 14 - 21 °C
img
ფოთი 16 - 20 °C
img
თელავი 16 - 30 °C
img
მესტია 4 - 14 °C
img
ზუგდიდი 13 - 22 °C
img
ბორჯომი 9 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები