2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 89 232 მგზავრს მოემსახურა.

აეროპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 44 % -ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტმა გასული 10 თვის ტოპ 5 ყველაზე პოპულარული მიმართულებების სია გამოაქვეყნა. ხუთეული ასე გამოიყურება: ვარშავა, ბერლინი, ვენა, კატოვიცე, დორტმუნდი.

ქუთაისის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ოპერირებს.

ფოტო: ქუთაისის აეროპორტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *