ვანში გალაკტიონ ტაბიძის 128 წლის იუბილე აღნიშნეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სტუმრებმა გალაკტიონის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, გალაკტიონის სახლ-მუზეუმს სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, კულტურის და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

წარმოდგენილი იყო მსახიობ აბელი სოსელიას ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი ნათია მაღლაკელიძის მუსიკალური გაფორმებით.

ასევე, ვანის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ფოტოგამოფენა “შემოდგომა”, დაიდგა ტაბლა შემოდგომის ნობათით, ხილით, ჩირითა და ღვინით. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუმრებისთვის ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასი ჩატარდა.

გალაკტიონის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში პოეტის დაბადების დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

ფოტო: ვანის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *