საზოგადოება
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება სახელწმიფოს დასაქმების პოლიტიკის შეცვლასა და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას ავალდებულებს
დასაქმებულთა მეტად ინფორმირების მიზნით, მოწვეულმა ექსპერტმა რაისა ლიპარტელიანმა, ქუთაისში 9 დეკემბერს ერთ დღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მიზანი მძიმე, მავნე და საშიშ ნივთიერებებთან მომუშავე ადამიანების გადამზადება სოციალური დიალოგის მექანიზმებზე იყო. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ტყიბულის ქვანახშირის, "ჯორჯიან-მანგანეზის," რომლის მფლობელობაშია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურმანგანუმი, დასაქმებულმა პირებმა. ტრენინგს აღნიშნული საწარმოებიდან 20 წარმომადგენელი დაესწრო.

,,"უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა საწარმოებში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სოციალური დიალოგის არარსებობა. აღნიშნულს, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სოციალური დიალოგის თაობაზე ცნოებიერების დაბალი დონე, როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებს შორის. მხარეები ვერ აცნობიერებენ იმ სიკეთეებს და სარგებელს, რაც შეუძლია მოიტანოს სოციალურმა დიალოგმა, მხარეებს შორის და დავების პრევენციის თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში სოციალურ დიალოგს დამსაქმებელი ხარჯების გაზრდას უკავშირებს. მეტიც, ნაკლებია მხარეების მხრიდან სოციალურ დიალოგში ჩართვის მზაობა. თუმცა ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია ამ დიალოგის დაწყების და მართვის შესახებ. ტრენინგის მიზანია დასაქმებულების და დამსაქმებელთა მეტად ინფორმირებულობა, რაც ხელს შეუწყობს შრომით უფლებების საკითხების დარეგულირებას." - განაცხადა პროექტის მენეჯერმა მარიკა ვაჭარაძემ. 

პროექტი 8 თვის მანძილზე განხორციელდება იმერეთის რეგიონში, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მათ შორის შრომის უსაფრთხოების კანონში შეტანილი ცცვლილებების შესახებ რეგიონული მედიის წარმომადგენლების ინფორმირებულობას. პროეტის ბოლო ეტაპზე შრომის უსაფრთხოების კუთხით განხორციელდება მონიტორინგი ტყიბულის ქვანახშირის, ჭიათურ მანგანუმის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია ანგარიშის სახით გამოიცემა და რიგ საკითხებზე მომზადდება რეკომენდაციები.

შრომის უსაფრთხოების მიმართულბას ორი თავი ეთმობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში. მე-6 კარის მე-13 და მე-14 თავი დასაქმებას, სოციალურ პოლიტიკას და თანაბარ შესაძლებლობებს მოიცავს. ამ თავის მიზანია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილის შექმნა, სიღარიბის შემცირება, გაძლიერებული სოციალური ინტეგრაცია, მდგრადი განვითარება და გაუმჯობესებული ცხოვრების დონეა.
შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განსახორციელებელია შემდეგი ღონისძიებები: შესაცვლელია დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილისა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისკენ. შრომის ბაზარზე აქტიური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ეფექტიანი დასაქმების სერვისების ხელშეწყობა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
15:55 / 22.01.2020
"ქუთაისის მადლიერების სახლის" ავტომშენებლის
15:55 / 22.01.2020
"ქუთაისის მადლიერების სახლის" ავტომშენებლის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი
გზის
14:03 / 22.01.2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნიციპალური
13:41 / 22.01.2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
თოვლის გამო ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო.
12:31 / 22.01.2020
თოვლის გამო ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო.
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 1 - 4 °C
img
ბათუმი 3 - 7 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020