ბაღდათში, კაკასხიდში ელია წინასწარმეტყველის

სახელობის ბერიეთის ტაძრის რეაბილიტაცია დასრულდა. IX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენითი სამუშაოები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქველმოქმედო ფონდ “ქართუ”-ს მხარდაჭერითა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით განხორციელდა.

ტაძრის კურთხევა 2 აგვისტოს არის დაგეგმილი. წირვა-ლოცვა კი ბერიეთის ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში უკვე ყოველ კვირას აღევლინება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *