საზოგადოება
ქუთაისში მცხოვრები უცხოელების ინიციატივით შექმნილმა მოხალისთა ჯგუფმა ქალაქის დასუფთავება დაიწყო
25 იანვარს, ქუთაისში, დასუფთავების აქცია გაიმართება. Trash hero Kutaisi-ს მოხალისეები ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიას სხვა მსურველებთან ერთად დაასუფთავებენ.

Trash hero Kutaisi-ს მოხალისეები დასუფთავების აქციას ყოველთვიურად ატარებენ. მათი მიზანია გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება და მოქალაქეებმა ნაკლებად დააბინძურონ გარემო.

,,Trash hero არის შვეიცარიული მოხალისეობრივი გარემოს დაცვითი ორგანიზაცია. ქუთაისში მცხოვრებ უცხოელებს გაუჩნდათ იდეა, რომ დაგვეწყო ქალაქის ტერიტორიების დასუფთავება. როცა გადავწყვიტეთ, რომ ორგანიზებული სახე მიგვეცა, ჩვენი მოხალისე დაუკავშირდა Trash hero-ს და მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ვყოფილიყავით მათი წარმომადგენლობა ქუთაისში. 21 სექტემბრიდან დავიწყეთ დასუფთავების აქცია და ამ დროის განმავლობაში ვითანამშრომლეთ ქალაქის დასუფთავების სამსახურთანაც. მომდევნო აქცია გვაქვს 25 იანვარს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოუერთდეს.ჩვენი მიზანია პერმანენტული დასუფთავების აქციებში ჩავრთოთ მეტი მოქალაქე და გავზარდოთ ცნობიერება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე "- განაცხადა Trash hero Kutaisi-ს მოხალისე გვანცა ლუკავამ.

მისივე თქმით, სასურველია დაწესდეს კონტროლი, რადგან მოქალაქეები დასუფთავებულ გარემოს არ უფრთხილდებიან.

,,დასუფთავების აქციის დროს ძალიან ბევი ადამიანი მოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ ძალიან კარგია რასაც აკეთებთ, მაგრამ იქვე ამბობდნენ, რომ ეს ტერიტორია მალე ისევ დაბინძურდება. სანამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა აუმაღლდებათ მოქალაქეებს, კარგი იქნება თუ დამონტაჟდება კამერები და დაწესდება მონიტორინგი."- ამბობს გვანცა ლუკავა.

დასუფთავების აქცია 25 ინვარს, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე,12:00 საათზე დაიწყება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
21 თებერვალს ზესტაფონის მოსახლეობას წყლის
22:36 / 19.02.2020
21 თებერვალს ზესტაფონის მოსახლეობას წყლის
21 თებერვალს ზესტაფონის მოსახლეობას წყლის
22:36 / 19.02.2020
21 თებერვალს ზესტაფონის მოსახლეობას წყლის
ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭებას
ითხოვენ.
20:54 / 19.02.2020
ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭებას ითხოვენ.
სამტრედიაში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს მისი ადვოკატი
შეხვდა,
18:15 / 19.02.2020
სამტრედიაში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს მისი ადვოკატი შეხვდა,
ხონის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელიც ორი
დღის დაიწვა,
13:40 / 19.02.2020
ხონის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელიც ორი დღის დაიწვა,
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 14 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020