რიკოთოს მაგისტალის მშენებლობაზე დასაქმებულების უფლებებს დასაცავად

პროფკავშირების მიერ დაწყებულ დავაზე მედიატორი დაინიშნა. საქარველოს ოკუპერბული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მედიატორად სოფო ტყემალაძე დანიშნა. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით შპს ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფსა” და საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს შორის კოლექტიური შრომითი დავის შემათანხმებელი პროცედურა დაიწყო.

,,პროფკავშირის მიერ დაწყებულ შრომით დავაზე, საქართველოს შრომის სამინისტრომ მედიატორი დანიშნა.

სამინისტროს მიერ დანიშნულ მედიატორსა და რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა 28 იანვარსვე გაიმართა.რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულთა მიერ წარმოებული კოლექტიური შრომითი დავის საგანს წარმოადგენს:

1. შპს ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფში” დასაქმებულ პირთა ინდივიდუალური ხელშეკრულებების მოწესრიგება კანონის შესაბამისად (ხელშეკრულების ვადები, ფასიანი შვებულების, ბიულეტინის და სხვა კანონით რეგულირებული საკითხები);

2. პროფესიული კავშირის მონაწილეობით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და კონტროლის მექანიზმების შემუშავება (ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები);

3. სახელფასო ანაზღაურების სისტემის დარეგულიურება და სახელფასო ანაზღაურების მატება;

4. დღისა და კვირის სამუშაო ნორმის, ზეგანაკვეთური სათებისა და სადღესასწაულო დღეების ანაზღაურების ტარიფის დადგენა/დარეგულირება;

5. კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება ,,რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან” რომელიც დამატებით სოციალურ გარანტიებთან ერთად მოიცავს ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას, ჰიგიენური ნორმების, სველი წერტილების, მოსასვენებელი ობიექტებისა და ტრანსპორტირების საკითხების დარეგულირებას.”- წერია განცხადებაში. 

პროფკავშირების ინფორმაციით, შპს ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფსა” და რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს შორის მიმდინარე კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურა კანონით განსაზღვრულ 21 დღეში უნდა დასრულდეს. მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, პროფკავშირი მზადაა დაიწყოს საგაფიცო პროცედურები.

ფოტო: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *