სამსახურიდან გათავისუფლებული სოციალური მუშაკები თავიანთი

უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავენ. როგორც რადიო ,,ძველი ქალაქის” ეთერში საუბრისას ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა მზევინარ ღაჭავამ განაცხადა, ერთობლივი სარჩელის მომზადება იგეგმება.

,,ვინაიდან ეს იყო ერთობლივად გათავისუფლება 33 სოციალური მუშაკის, ყველას ჩამოუვიდა ერთნაირი შინაარსის ბრძანება, სავარაუდოდ მოხდება ერთობლივი სარჩელით მიმართვა. იურისტებთან მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. შესაძლოა სასამართლომ მოითხოვოს სამუშაო ადგილის მიხედვით სარჩელების გადაგზავნა. ჯერ ველოდებით იურისტებს. ჩვენ ბევრი თანამდგომი ორგანიზაცია გვყავს. ყველამ ნათლად დაინახა, რომ ეს იყო უკანონობა.”- განაცხადა

შეგახსენებთ, იანვარში  სოციალური მომსახურების სააგენტოს 40-მდე სოციალურმა მუშაკმა მიიღეს შეტყობინება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან უწყდებოდათ შრომითი ხელშეკრულება. იმერეთის მასშტაბით კი შვიდი სოციალური მუშაკია გათავისუფლებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *