რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლა, რა ხდება როცა წესები ირღვევა და როგორია

თავშესაფრის მთხოვნელთა სტატისტიკა? – ამ საკითხებზე ქუთაისში მოსახლეობას ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა და ბელგიის საემიგრაციო ოფისის მიგრაციის ოფიცერმა კატი ვერცელერიმ მიაწოდეს. შეხვედრა “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით გაიმართა. 

,,ეს არ არის მხოლოდ სალექციო კურსი, ეს არის კარგი შესაძლებლობა მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია უშუალოდ მიგრაციის ოფიცერისგან მიიღონ ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც მათ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით აინტერესებთ.”- განაცხადა ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ. 

ბელგიის საემიგრაციო ოფისის მიგრაციის ოფიცერმა კატი ვერცელერიმ აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის წესების დაცვა აუცილებელია. საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია ყველა დოკუმენტაცია წესრიგში იყოს, მოგზაურობის მიზანი კი აუცილებლად უნდა დასაბუთდეს. 

,,ვიზალიბერალიზაცია არაერთი მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი. უფრო მარტივი ახდა კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, მოგზაურობა, დადებითი გავლენა იქონია ტურიზმის სფეროზე. გარდა ამისა, ამან გამოიწვია საკონსულოებში კადრების ოპტიმიზაცია და მუშაობაც უფრო გამარტივდა.”- განაცხადა კატი ვერცელერიმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *