Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"არ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ კომპანიამ მსგავს შეფერხებებს დიდხანს გაუძლოს"-"ჯორჯიან მანგანეზი"
"არ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ კომპანიამ მსგავს შეფერხებებს დიდხანს გაუძლოს,"-ამის შესახებ "ჯორჯიან მანგანეზის" საოპერაციო დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. ლომინაძის განმარტებით, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის მიერ მაღაროების პარალიზება და სამუშაო პროცესების შეჩერება, პრობლემების არსებობას გამოიწვევს ჭიათურაში, ზესტაფონსა და ვარციხე ჰესშიც.

"გადაკეტილი გზები, შეჩერებული სამუშაო პროცესი, ხალხი ქუჩაში-ეს მძიმე სიტუაციაა და მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში სამუშაო პროცესი პარალიზებულია. 70%-მდე მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. ვცდილობთ, შევარბილოთ ეფექტი, რაც მომხდარმა მოსახლეობაზე შეიძლება მოახდინოს. იმედს ვიტოვებ, რომ სიტუაცია გამოსწორდება,"-ამბობს გიორგი ლომინაძე.

კომპანიის განმარტებით, "ჯორჯიან მანგანეზი" უშუალოდ ჭიათურაში 3.8 ათას ადგილობრივს ასაქმებს, ხოლო კონტრაქტორ კომპანიებში დამატებით 1.8 ათასი ადამიანია დასაქმებული და ცხადია, კომპანიის გაჩერება მათ ოჯახებს ფინანსური დარტყმის ქვეშ მოაქცევს.

რამდენიმე დღეა, შუქრუთის მოსახლეობამ სექტემბერში დაწყებული საპროტესტო აქციები განაახლა. კომპანიას ადგილზე სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ აძლევს. ისინი მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ ცხოვრება უწევთ. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ტექნიკური სამუშაოების გამო, 3 ივნისს, ხარაგაულის
20:46 / 02.06.2020
ტექნიკური სამუშაოების გამო, 3 ივნისს, ხარაგაულის
ქუთაისში სავაჭრო ცენტრებთან ხალხმრავლობა დილიდან შეინიშნებოდა.
დაწესებულებაში შესვლა
16:16 / 01.06.2020
ქუთაისში სავაჭრო ცენტრებთან ხალხმრავლობა დილიდან შეინიშნებოდა. დაწესებულებაში შესვლა
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები
იხსნება. დღეიდან გაიხსნა ღია სივრცის მქონე რესტორნებიც.
10:28 / 01.06.2020
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. დღეიდან გაიხსნა ღია სივრცის მქონე რესტორნებიც.
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
16:05 / 31.05.2020
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
16:05 / 31.05.2020
ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 29 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 16 - 25 °C
img
ფოთი 16 - 21 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 6 - 17 °C
img
ზუგდიდი 15 - 26 °C
img
ბორჯომი 11 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები