შსს-მ ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე “კანონიერი ქურდისთვის” დახმარებისთვის

მიმართვის ბრალდებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პ.გ-მ კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ “კანონიერ ქურდებს” მიმართა. ქურდული გარჩევის შედეგად, “კანონიერმა ქურდებმა” ფინანსური დავა პ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მის ბიზნესპარტნიორს კი რესტორნის ვალის – დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.

გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *