სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრებისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით

რეკომენდაციებს გასცემს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება  რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს. 

რეკომენდაციები ასეთია: 

,,გაზარდონ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენონ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია; სველ წერტილებთან განათავსონ ხელის დაბანის ინსტრუქცია; გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსდეს ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;  ნაგვის ურნების შიგთავსი უნდა მოთავსდეს პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარან, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავენ; ნაგვის ურნები უნდა დაცალონ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით.”- წერია სეს-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *