გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელოსუფლებამ თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში

წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებთან მისასვლელი გზები ვტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ჩაკეტა. საუბარია თერჯოლაში გოგნის სალოცავსა და სამტრედიაში ზანდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადგილზე მოწყობილია საკონტროლო პუნქტები, მომლოცველებს ტაძრამდე მისვლა ფეხით შეუძლიათ.

“პირველ რიგში ვულოცავ მთელ საქართველოს გიორგობას, იმერეთში ორი ლოკაცია გვაქვს, სადაც გამორჩეულად ხალხმრავლობა იყო წინა წლებში და ყოველთვის ასე იყო ტრადიციულად – თერჯოლასა და სამტრედიაში. ჩვენ გავამკაცრეთ სამანქანო გადაადგილება, აკრძალულია ავტომანქანით ასვლა და ჩვენს მომლოცველებს შეუძლიათ, ფეხით ავიდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე დღეს, დღის განმავლობაში.”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *