Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

"უკიდურეს მდგომარეობაშია"-ქუთაისში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალის ახლობელი დახმარებას ითხოვს
ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონდე 50 წელს გადაცილებული ქალის ოჯახის ახლობლები დახმარებას ითხოვენ. ოჯახის ნათესავი მზია ნემსიწვერიძე ამბობს, რომ შუახნის ქალი ნაქირავებ სახლში მძიმე სოციალურ პირობებში მარტო ცხოვრობს. მისივე თქმით, უკმაყოფილო არიან მეზობლებიც. 

"უკიდურეს მდგომარეობაშია. ძაღლები ჰყავს სახლში და მეზობლებს უჩივლიათ. დიშვილმა მისი მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანა ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს. გვინდა, მიხედონ და შესაბამის დაწესებულებაში მოათავსონ,"-ამბობს მზია ნემსიწვერიძე.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია წივწივაძე ამბობს, რომ 50 წელს გადაცილებულ ქალს კანონიერი წარმომადგენელი- დროებითი მხარდამჭერი ჰყავს.

"ქალბატონს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ის სისტემატიურად საჭიროებს ზედამხედველობას, სამედიცინო და ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარებას. დროებითი მხარდამჭერი მისი დის შვილია და მას ჰქონდა თხოვნა, რომ ქალბატონი ხანდაზმულთა პანსიონატში გადაეყვანათ მხოლოდ ქუთაისის ტერიტორიაზე. როგორც კი განემარტა მხარდამჭერს, რომ მხარდაჭერის მიმღები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხუცთა პანსიონატში ის არ იყო სამიზნე ჯგუფი, შეეთავაზა სხვა სერვისები აღმოსავლეთ საქართველოში, გურიაში და ხონში. ამაზე მხარდამჭერმა უარი განაცხადა და მისი სურვილით კვლავ მასზე ზედამხედველობას გააგრძელებს. მხარდამჭერი ამბობს, რომ თუ ქალბატონის მდგომარეობა გაუარესდება და მასზე ზედამხედველობას ვერ განახორციელებს, ამ შემთხვევაში მოგვმართავს სხვა დაწესებულებაში გადაყვანისათვის. დღემდე მხარდამჭერი მის მოვალეობას ასრულებს,"-ამბობს ნათია წივწივაძე.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონდე პირმა სათემო გარემოში შეინარჩუნოს ცხოვრება და არ მოხდეს მისი დისკრიმინაცია. 

"გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მას გარეშე პირები ავიწროებენ, რადგან სახლში ცხოველები ჰყავს. ითქვა, რომ ეჩხუბებიან იქ მცხოვრებლები, ამაზე სამართალდამცავ ორგანოებთან იქნება გადამისამართებული,"-ამბობს ნათია წივწივაძე.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
უხვი ნალექის შედეგად ხონში მდინარე ოხვირი ადიდდა და მოძრაობა
დროებით შეაფერხა.
13:18 / 13.07.2020
უხვი ნალექის შედეგად ხონში მდინარე ოხვირი ადიდდა და მოძრაობა დროებით შეაფერხა.
მდინარე რიონში მაშველები 72 წლის მამაკაცს ეძებენ. სამტრედიის
შესასვლელში, მდინარე
11:23 / 10.07.2020
მდინარე რიონში მაშველები 72 წლის მამაკაცს ეძებენ. სამტრედიის შესასვლელში, მდინარე
საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა
16:14 / 09.07.2020
საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა
13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების
11:42 / 09.07.2020
13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 18 - 30 °C
img
ქუთაისი 19 - 26 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
სოხუმი 19 - 28 °C
img
ფოთი 22 - 26 °C
img
თელავი 19 - 30 °C
img
მესტია 7 - 19 °C
img
ზუგდიდი 19 - 26 °C
img
ბორჯომი 15 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების სამოსს კერავდა მუშაობას წყვეტს. MGMTEX-ის
10:45 / 25.06.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
თორნიკე გელაშვილი
როგორ აისახა პანდემია ფიტნესცენტრებზე და რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა - გალილეო ფიტნესის ადმინისტრატორი
15:43 / 26.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,კოლეგიალური პასუხიმგებლობის გათვალისწინებით, ჩემი პირადი გადაწვეტილებით ვუერთდები ფრაქცია „ქართული ოცნება კონსერვატორების გუნდს“ " - ოთარ ლორთქიფანიძე
15:57 / 13.07.2020
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა. საკითხი ფრაქციის სხდომაზე განიხილეს.
რატომ გვიანდება ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა-რას ამბობენ "აიგრუპში"
15:38 / 13.07.2020
"აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გულედანმა, ქუთაისში
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა
12:09 / 13.07.2020
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. ნიკოლოზ თოფურიძემ განცხადება სოციალური ქსელით გააკეთა.
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა
12:07 / 13.07.2020
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა.