ხარაგაულში სამხატვრო

პლენერი “გამა-2020” ჩატარდა. პლენერში მონაწილე მხატვრები ორი დღის განმავლობაში ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომლებიც ხარაგაულში ლიტერატურულ თეატრში დარჩება.

ღონისძიების ორგანიზატორის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, პლენერი “გამა” წელს გასცდა საქართველოს მასშტაბებს და მასში მონაწილეობა საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმა მხატვრებმაც მიიღეს, რომლებიც ღონისძიებას დისტანციურად შემოუერთდნენ და ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს.

პლენერ “გამას” ჩატარება ხარაგაულში ხუთ წელს ითვლის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *