პირბადე და ინდივიდუალური კალმისტარი-როგორ მისცემს ხმას ამომრჩეველი უბანზე
ცესკომ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა შენობაში შესვლის წესები დაადგინა. ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, მოქალაქეს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირბადით.

ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად.  თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს.

"ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი,"-აცხადებენ ცესკოში.

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,ქართული ოცნების’’ თერჯოლის ახალგაზრდული
ფრთის ხელმძღვანელი, დიმიტრი გურგენიძე, ძალადობისა და ხულიგნობისთვის
რამდენჯერმე არის ნასამართლევი’’
20:08 / 26.10.2020

,,ქართული ოცნების’’ თერჯოლის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, დიმიტრი გურგენიძე, ძალადობისა და ხულიგნობისთვის რამდენჯერმე არის ნასამართლევი’’

,,ევროპული საქართველოს’’
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ოთარ კახიძეს კოვიდ 19
დაუდასტურდა.
17:39 / 24.10.2020

,,ევროპული საქართველოს’’ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ოთარ კახიძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 
,,ჟურნალისტმა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ ქუთაისში, აგრარულ ბაზარსა და ბაზრობაზე
საინფორმაციო ხასიათის აქცია გამართა და საზოგადოებას არჩევნებზე
მისვლისკენ მოუწოდა.
12:13 / 24.10.2020

არასამთავრობო ორგანიზაციამ  ,,ჟურნალისტმა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ ქუთაისში, აგრარულ ბაზარსა და ბაზრობაზე საინფორმაციო ხასიათის აქცია გამართა და საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

ქუთაისში დევნილები დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან
13:28 / 21.10.2020
ქუთაისში დევნილები დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან
ქუთაისში დევნილები დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან
13:28 / 21.10.2020
ქუთაისში დევნილები დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 9 - 21 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 18 - 25 °C
img
სოხუმი 16 - 26 °C
img
ფოთი 19 - 26 °C
img
თელავი 11 - 21 °C
img
მესტია 4 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 29 °C
img
ბორჯომი 6 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები