ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე გრანდ მოლი შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ 10000 ლარით დააჯარიმა.

როგორც გრანდ მოლის თანამშრომლები განმარტავენ, სავაჭრო ცენრტი პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული აპარატურისა და ხსნარების არქონის გამო დაჯარიმდა. მათი თქმით, კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ტენიკის შეძენა მნიშვნელოვან ხარჯთანაა დაკავშირებლი, რის საშუალებაც გრანდ მოლს არ აქვს. დასაქმებულები მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ.

 

,,გვითხრეს, რომ შემოსასვლელში თერმოსკრინინგი აუცილებლად უნდა გვქონოდა. თერმოსკრინინგის აპარატი 2000 ლარი ღირს, სავაჭრო ცენტრს 4 შემოსასვლელი აქვს და ყველგან როგორ დავდგათ? ამას დიდი თანხა სჭირდება. იმის გამო ვმუშაობთ, რომ ოჯახში 5-10 ლარი მივიტანოთ და 8000-ლარიან აპარატურას როგორ შევიძენდით?  ვაპროტესტებთ შერჩევით სამართალს’’-ამბობს სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი, თორნიკე სიდიანი.

,, როგორ ვიცი, ჯერ ხდება გაფრთხილება და თუ რომელიმე ორგანიზაცია გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, მერე აჯარიმებენ. ჩვენ პირდაპირ დაგვაჯარიმებს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, სანამ შემოვიდოდნენ, წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ დავეჯარიმებინეთ.  როცა ჯარიმა დაგვიწერეს, გვითხრეს მადლობა გვეთქვა ყველა მეპატრონე 2000-2000 ლარით რომ არ დააჯარიმეს. მაინც ყველას გადასახდელი იქნება ეს 10000 ლარი, რადგან სავაჭრო ცენტრს ერთი მეპატრონე არ ჰყავს,’’-ამბობს სოფიო დოღონაძე, რომელიც სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელია.

დასაქმებულები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

გრანდ მოლი სავაჭრო ცენტრია, რომელშიც სხვადასხვა ტიპის კომერციული მაღაზიებია გაერთიანებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *