ოქტომბრის თვეში იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა

და ტრანსპორტირების 11 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული მაჩვენებლით იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი – 37 შემთხვევა გამოვლინდა კახეთში. ჯამში კი დაფიქსირებულია 93 ფაქტი.

“ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 37 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 11 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში – 10, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში – 6-6, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 6, აჭარაში – ასევე 6, შიდა ქართლში – 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 3 და გურიაშიც 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა,”-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

შემდგომი რეაგირებისთვის მასალები შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *