"სახელმწიფომ შეუსრულებადი გადაწყვეტილება მიიღო”-სავარაუდოდ, “გრანდ მოლი” არ გაიხსნება
საახალწლოდ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გაიხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები. მაგრამ ხელისუფლება ბიზნესს გარკვეული რეგულაციების დაცვით ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

რა რეგულაციების დაცვას ითხოვს მთავრობა

მაღაზიების სამუშაო საათები დილის 7:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე განისაზღვრება. მომხმარებლების დაშვება ნაკადების მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს. მაღაზიის ყოველ 20 კვ. მ-ზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა. შიდა და გარე სივრცეში უნდა მოხდეს რიგების მკაცრი მართვა. ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს. ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იმუშავებენ. მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს 1 თვის შემდეგ უნდა მოხდეს. სავაჭრო ობიექტებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით, დაცული უნდა იყოს პირბადის ტარების წესი. 

ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სავაჭრო ობიექტებს დაეკისრებათ, რაც მათ დაჯარიმებაში ან საქმიანობის შეჩერებაში გამოიხატება.

რა სირთულეები ხვდება ბიზნესს

ქუთაისში არსებული სავაჭრო ცენტრის "გრანდ მოლის" დირექტორი ნატო დანელია ამბობს, რომ სახელმწიფომ შეუსრულებადი გადაწყვეტილება მიიღო. ობიექტის დირექტორი ვარაუდობს, რომ "გრანდ მოლი" ვერ გაიხსნება. ნატო დანელია თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ამის ფონზე კი რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ობიექტებს ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი დევნითა და ფუნქციონირების შეწყვეტით ემუქრება.

"სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეუსრულებადია. ვალდებულებები, რომლებიც დაგვაკისრა, შეუძლებელია ჩვენს სივრცეში შესრულდეს. 20 კვ. მ-ზე ერთი ადამიანის ყოფნა არის გამორიცხული. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პატარა სავაჭრო ობიექტები, რომელთა კვადრატულობა ჯამში არის 15-20 კვადრატი. ასევე, ქუჩის ნაკადების სამართავად დაახლოებით 40 ადამიანის დაქირავება მომიწევს. ოქროს ბირჟაზე 200 ადამიანია დასაქმებულია, რა ვუყოთ ოქროს ბირჟას. სალონში, რომლის მოცულობა სულ არის 20 კვადრატი, მინიმუმ ზის 6 ხელოსანი, პლიუს უნდა შევიდეს 6 კლიენტი. ეს როგორ დავარეგულირო. ტექნიკის შემკეთებელი ხელოსნები 5-10 კვადრატში სხედან. გასახდელების გამოყენების გარეშე, მოზომვის გარეშე როგორ შეიძინოს ტანსაცმელი ადამიანმა,"-ამბობს ნატო დანელია. 


რა მდგომარეობაში არიან მოვაჭრეები პანდემიის ფონზე

"გრანდ მოლის" დირექტორი ამბობს, რომ თანამშრომლებს აღარ აქვთ უნარი, დაფარონ საბანკო თუ სხვა ტიპის ვალდებულებები. მისივე განმარტებით, დასაქმებულების 80 პროცენტი მცირე მოვაჭრეა და ყოველდღიურ ფულზეა დამოკიდებული და ახლა "სულს ღაფავენ". 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ავიაკომპანია FlyArystan საქართველოსა და ყაზახეთს შორის
16:14 / 28.04.2021
ავიაკომპანია FlyArystan საქართველოსა და ყაზახეთს შორის
რიონის ხეობის
10:08 / 28.04.2021
რიონის ხეობის "მცველები" დაანონსებულ საპროტესტო
ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ თარიღთან
16:07 / 26.04.2021
ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ თარიღთან
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 7 - 16 °C
img
ქუთაისი 4 - 21 °C
img
ბათუმი 8 - 14 °C
img
სოხუმი 6 - 16 °C
img
ფოთი 7 - 16 °C
img
თელავი 6 - 16 °C
img
მესტია -2 - 6 °C
img
ზუგდიდი 4 - 17 °C
img
ბორჯომი 3 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ვინ არიან ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მრჩეველთა საბჭო
14:39 / 21.04.2021
მთავრობამ სააღდგომოდ ახალი შეზღუდვები დააწესა
საკოორდინაციო საბჭომ აღდგომის დღესასწაულთან
17:19 / 26.04.2021
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის განვითარების გენერალური გეგმის ხედვის ნაწილი არასამთავრობო სექტორს გააცნეს
17:57 / 28.04.2021

ქუთაისის განვითარების გენერალური გეგმის ხედვის ნაწილი

 Ქუთაისში სტუდენტებსა და სხვა ჯგუფებს სამგზავრო შეღავათები დაუწესდებათ
16:43 / 28.04.2021

ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში სტუდენტები განახევრებულ ფასად იმგზავრებენ.