ლანა თოთაძე  RICDOG-ის გენერალური მდივნის

თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს. მან ეკატერინე მარუქაშვილი შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2017-2020 წლებში ხელმძღვანელობდა.

ლანა თოთაძის კანდიდატურა ეკატერინე მარუქაშვილმა წარადგინა, საბოლოო გადაწყვეტილება კი გამგეობამ მიიღო. ეკატერინე მარუქაშვილი ორგანიზაციაში მუშაობას ახალი სტატუსის “საპატიო გენერალური მდივანი” ქვეშ განაგრძობს. იგი მეორე პირია, რომელმაც მისი მოღვაწეობის შედეგების გამო საპატიო სტატუსი მიიღო.

ლანა თოთაძე პროფესიით ფილოლოგია, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა. იგი 2013 წლიდან მუშაობს ორგანიზაციაში. 2017-2020 წლებში იყო გენერალური მდივნის მოადგილე. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ორგანიზაციისთვის ხელმძღვანელობის პოზიციის გადაცემა დემოკრატიის გამორჩეულ ნიშნად ითვლება და მას ინაუგურაციის ფორმა აქვს. ცერემონია ეპიდემიის გამო მოკრძალებულად და ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” არასამეწარმეო იურიდიული პირია. ორგანიზაცია 15 წლის წინ დაარსდა და წესდების მიხედვით უკვე მეოთხე ხელმძღვანელი აირჩია. ხელმძღვანელის არჩევა გამგეობის გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული. ლანა თოთაძე1 წლის ვადით არის არჩეული, 3-ჯერ გადარჩევის უფლებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *