ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე

Მასშტაბური აქციისთვის მზადება დაიწყო. Აქციის მონაწილეები ადგილზე უკვე იკრიბებიან. Რიონის ხეობის “მცველებს” მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქიდან უერთდებიან. Აქცია 13:00 საათზე დაიწყება.

Რიონის ხეობის “მცველების” მთავარი მოთხოვნებია, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და კომპანია “ენკამ” ტერიტორია დატოვოს. Გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც რიონის ხეობის გასხვისებას გულისხმობს. Ასევე, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

Რიონის ხეობის მოსახლეობამ კარვებში 140-ე ღამე გაათია. Ისინი აცხადებენ, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობა მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *