ქუთაისელი ჟურნალისტი სამართალდამცველებმა მერიის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

ქუთაისელი ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე ქუთაისის მერიის დაცვის სამსახურს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.


 

დაპირისპირება ჟურნალისტსა და დაცვის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბუბა ჩივაძეს მერიაში შესვლის უფლება არ მისცეს. მიზეზად კი ქუთაისის მერის ბრძანება დაუსახელეს, რომელიც ჟურნალისტების მერიაში გადაადგილებას ზღუდავს.

,,არ მაძლევენ უფლებას შევასრულო ჩემი პროფესიული საქმიანობა. შემაფერხეს შემოსვლაზე, ხელი მკრეს და წამაქციეს. ქალაქის მერის მითითების საფუძველზე არ მიშვებენ. მოვიდეს მერი და განმარტოს რის საფუძველზე გვეკრძალება გადაადგილება მე და ჩემს კოლეგებს, ‘’-ამბობს ბუბა ჩივაძე

ამის შემდეგ ბუბა ჩივაძემ შიმშილობა დაიწყო. ის ქუთაისის მერის კაბინეტში შევიდა და მერთან შეხვედრას ითხოვდა.   სამართალდამცველებმა ჟურნალისტი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს და პატრულის ავტომობილით წაიყვანეს. შემთხვევის დროს ბუბა ჩივაძე შეუძლოდ გახდა. ამჟამად ის კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს მერიაში შესასვლელად სპეციალური საშვი სჭირდებათ. მერიის ინფორმაციით, ბუბა ჩივაძეს საშვის გაცემაზე უფლებამოსილმა პირმა სთხოვა ამოეწერა საშვი, მაგრამ მან ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა და მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა, რის შემდეგადაც ის სამართალდამცველებმა შენობიდან გაიყვანეს.

,, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 მარტის #ბ44.442106463 ბრძანებით, დამტკიცებულია ქუთაისის მერიის შინაგანაწესი, რომლის 55-56-ე მუხლები არეგულირებს მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირთა, მოქალაქეთა, მათ შორის მედიის წარმომადგენელთა შემოსვლის და გადაადგილების წესს. კერძოდ, აღნიშნული განაწესის შესაბამისად, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირთა, მოქალაქეთა, მათ შორის მედიის წარმომადგენელთა შემოსვლა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული საშვის გაცემის შემდგომ.

ქუთაისის მერიის ზემოთ აღნიშნული ბრძანება განთავსებულია ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელში, ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე, რომლის გაცნობაც ყველა დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეუძლია. ქუთაისის მერია არ უზღუდავს არავის ადმინისტრაციულ შენობაში შემოსვლის უფლებას, თუმცა, უსაფრთხოებისა და შენობაში განთავსებული მატერილური ფასეულობების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირთა გადაადგილება გარკვეულ კონტროლს უნდა იყოს დაქვემდებარებული. სწორედ ამ საკითხს არეგულირებს ქუთაისის მერიის 2021 წლის 5 მარტის Nბ 44.442106463 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესი. მერიის შენობის მოქალაქეთა მისაღებში შემოსულ ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს საშვის გაცემაზე უფლებამოსილმა პირმა სთხოვა ამოეწერა საშვი, რის შემდეგაც მიეცემოდა შენობაში გადაადგილების უფლება. ის არაერთხელ იქნა გაფრთხილებული საშვის ამოწერის აუცილებლობის თაობაზე, თუმცა მან ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. არ დაემორჩილა დაცვის პოლიციის მოწოდებას, წინააღმდეგობა გაუწია მათ და მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა,’’- აცხადებენ მერიაში.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ რკინის ბარიკადები
აღმართა,
12:25 / 14.04.2021

ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ რკინის ბარიკადები აღმართა,

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების ვადა 2 წლამდე
შემცირდა.
19:17 / 12.04.2021

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების ვადა 2 წლამდე შემცირდა.

სოფელ გუმათში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის
მონაწილეები
17:12 / 12.04.2021
სოფელ გუმათში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები
სახალხო დამცველი რიონის ხეობაში განვითარებულ
11:54 / 12.04.2021
სახალხო დამცველი რიონის ხეობაში განვითარებულ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 11 - 19 °C
img
ბათუმი 12 - 15 °C
img
სოხუმი 11 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 12 - 21 °C
img
მესტია 4 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ელისი საოცრებათა ქვეყანაში - პრემიერა

3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.

18:24 / 30.03.2021
ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
16:02 / 07.04.2021
ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

8-12 მაისს , ქუთაისში  ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

17:30 / 24.03.2021
პოლიტიკის სიახლეები
ნამახვანჰესთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

გუმათში დაკავებული აქტივისტების ახლობლები სასამართლოზე დასწრების უფლებას ითხოვენ
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები