Სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული

ᲐᲮალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. Საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი წყლიდან ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან მისი იდენტიფიცირება მოხდა.

Საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა.

Ნიკა ანთიძე მდინარე რიონში რამდენიმე კვირის წინ გაუჩინარდა. Როგორც თვითმხილველები ყვებიან, 30 წლამდე კაცი მდინარე რიონში შევიდა და წყალმა გაიტაცა. Ის ნამოხვანში თბილისიდან იყო ჩასული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *