რიონის ხეობის “მცველები” იმერეთის სამმართველოს

შენობასთან შეიკრიბნენ. მათ სოფელ საყულიაში დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს სოლიდარობა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს. აქციების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ადგილი კარგად დაგეგმილ პროვოკაციას ჰქონდა.

“პოლიციის მისამართით ხელის მოქნევას არავინ უარყოფს. ეს კადრებით ყველამ ვნახეთ. ამას ჰქონდა წინაპირობა, რომ პოლიცია ჩვენი მისამართით განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა. გვაყენებენ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი ასეთი ქმედების დრო მოხდა ისე, რომ ირაკლიმ მოიქნია ხელი და მოხვდა პოლიციელს. პოლიციას ჩვენთან აქვს კომუნიკაცია, თუმცა, არავის უთქვამს, რომ ირაკლის იბარებდნენ განყოფილებაში. ჩვენ რომ ინფორმაცია გვქონოდა, ის თავისი ფეხით მივიდოდა განყოფილებაში და სპეცრაზმის გაგზავნა საჭირო არ იქნებოდა, თუ არ მივიდოდა მერე გაეკეთებინათ ეს ყველაფერი,”-ამბობს ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის “მცველების” განცხადებით, ხელისუფლება მოძრაობის ე.წ “გაშავებას” ცდილობს. 

ირაკლი მუკბანიანი სამართალდამცველზე თავდასხმის ბრალდებით სოფელ საყულიაში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *