220-ე ღამე შესრულდა, რაც რიონის ხეობის

“მცველების” უწყვეტი პროტესტი არ შეწყვეტილა. რიონის ხეობის “მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ისინი მობილიზებული არიან, რათა კომპანიის ტექნიკამ გადაადგილება ვერ შეძლოს. გოლეთიანი აცხადებს, რომ ბარიკადებთან აქციები ყოველ საღამოს გაგრძელდება.

“ნელ-ნელა მივუახლოვდით კრიტიკულ ეტაპს. იქედან გამომდინარე, რომ კომპანიას სჭირდება სხვადასხვა პროდუქტი იმისთვის, რომ გაგრძელდეს მუშაობა ხეობაში. არის მცდელობები საწვავისა და სხვადასხვა ინვენტარის შეტანის. ამიტომ ჩვენ ვუწევთ მათ წინააღმდეგობას და ჯერ-ჯერობით ბარიკადს მოპირდაპირე მხარეს კომპანიიდან არავინ გაგვიშვია. ამის უზრუნველსაყოფად საჭიროა ადამიანური რესურსი. ყოველ საღამოს 19:00 საათზე, ჩვენ ბარიკადებთან ვმართავთ აქციას, თუმცა, ხალხი დღის განმავლობაშიც გვჭირდება,”-ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მცველები ითხოვენ, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ყველა ხელშეკრულება, გადადგეს და პასუხისმგებლობაში მიეცეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, გამოცხადდეს მორატორიუმი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *