Ქუთაისში სოლიდარობის აქცია

Გაიმართება. 6 ივლისს ჟურნალისტები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბებიან და კოლეგებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. “Არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება”-ჟურნალისტები ამ სლოგანით გაერთიანდებიან.

5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს თავს დაეხნენ, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. Დაზიანებულია ტექნიკაც.

Შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია მედიის 53-მდე წარმომადგენელი. Მათივე ინფორმაციით, ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *