ორგანიზაციები, რომლებიც რიონის ხეობის "მცველებს" გაემიჯნენ
მას შემდეგ, რაც რიონის ხეობის "მცველებმა" განცხადება გაავრცელეს და თბილისში ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჩავიდნენ, რამდენიმე ორგანიზაციამ მათთან კომუნიკაცია გაწყვიტა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა", "მწვანე ალტერნატივამ" და "მწვანეებმა".

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში ნათქვამია, რომ არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ  მათთან ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.

"სამწუხაროდ, ძალადობის ამ მასშტაბურ, არაჰუმანურ და კოლექტიურ პრაქტიკაზე რიონის ხეობის მცველების დამაჯერებელი და თვითრეფლექსიური კრიტიკა არ მოგვისმენია. ამ დრომდე რიონის ხეობაში მიმდინარე წინააღმდეგობა ახერხებდა სხვადასხვა, მათ შორის, განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვებისა და პოზიციების მქონე ჯგუფების გაერთიანებას. მოძრაობას პირველივე დღეებიდან აძლიერებდა თანასწორობისა და არაძალადობრიობის პრინციპებზე დაფუძნებული შინაარსი. ვთვლით, რომ ამ ღირებულებების ერთგულების გარეშე მოძრაობა კარგავს მის სოციალურად სამართლიან, ფართო საზოგადოებრივი წუხილების დატევისა და გამოხატვის პოტენციალს.

ამ რეალობაში "რიონის ხეობის მცველების" მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა,"-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

"მწვანე ალტერნატივას" განცხადებაში წერია, რომ ორგანიზაცია ნამოხვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო რიონის ხეობის მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას, თუმცა, მათთან კომუნიკაციის გარეშე.

"ჩვენდა სამწუხაროდ, "რიონის ხეობის მცველებმა", რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, მწვანე ალტერნატივა წყვეტს რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობასთან კომუნიკაციას,"-წერია განცხადებაში.

"მიუხედავად პიროვნული ურთიერთპატივისცემისა, რომელიც თვეებზე მანძილზე, ერთიან ბრძოლაში განვითარდა, რომელიც არ იყო ერთხაზოვანი და რომელშიც მცველები გარკვეულწილად საკუთარ თავზე იღებდნენ ძალათა ბალანსს და პროტესტის მონაწილეთა უსაფრთხოებას, პრინციპულობა და ღირებულებებისადმი ერთგულება მოითხოვს სიცხადეს. ერთ უსამართლობასთან ბრძოლა, მეორეზე თვალის დახუჭვით, თავისა და ერთმანეთის მოტყუებაა. ჰესის წინააღმდეგ, ძალადობაზე თვალის დახუჭვით ბრძოლის არ გვჯერა,"-წერია "მწვანეების" განცხადებაში.

5 ივლისს, თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ 53 ჟურნალსიტი დაშავდა. მედიის წარმომადგენლების გარდა, თავდასხმები მოეწყო აქტივისტების ოფისებზე. ასევე, პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს. 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
21:17 / 25.01.2022

"თუ ჩვენ არ გვექნება მკაფიო პასუხები ხელისუფლებისგან, ჩვენ მოგვიწევს კიდევ ერთი მასშტაბური აქცია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) პოლიციელის მიერ შშმ
არასრულწლოვნის ცემის ფაქტის დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს.
14:39 / 25.01.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვნის ცემის ფაქტის დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) პოლიციელის მიერ შშმ
არასრულწლოვნის ცემის ფაქტის დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს.
14:39 / 25.01.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვნის ცემის ფაქტის დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის სურვილია, რეგიონებში ვაქცინაციის
პროცესი გაფართოვდეს, რაც ვაქცინების სოფლებში ჩატანას გულისხმობს.
12:04 / 24.01.2022

პრემიერის განცხადებით, მთავრობის სურვილია, რეგიონებში ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს, რაც ვაქცინების სოფლებში ჩატანას გულისხმობს.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის სურვილია, რეგიონებში ვაქცინაციის
პროცესი გაფართოვდეს, რაც ვაქცინების სოფლებში ჩატანას გულისხმობს.
12:04 / 24.01.2022

პრემიერის განცხადებით, მთავრობის სურვილია, რეგიონებში ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს, რაც ვაქცინების სოფლებში ჩატანას გულისხმობს.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -2 - 6 °C
img
ქუთაისი 2 - 7 °C
img
ბათუმი 3 - 5 °C
img
სოხუმი 2 - 6 °C
img
ფოთი 3 - 6 °C
img
თელავი -1 - 8 °C
img
მესტია -9 - -4 °C
img
ზუგდიდი 0 - 4 °C
img
ბორჯომი -5 - 1 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დღეს, ქუთაისში გაიმართება ფილმის - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩვენება

დღეიდან, 3 იანვრიდან  ქუთაისში,  კინო "საქართველოში" გაიმართება  ფილმის - რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენებები.
13:22 / 03.01.2022
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
22:44 / 29.12.2021
ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ხმაურია
ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერისთვის ხელფასის ზრდაზე მსჯელობს.
16:12 / 29.12.2021
პოლიტიკის სიახლეები
ღარიბაშვილი იმპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
სამოქალაქო აქტივისტების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!
17:49 / 21.01.2022

უკრაინა ისე როგორც არასდროს რუსეთისგან მორიგი დიდი ომის მოლოდინშია, ჩვენ მოძმე ერს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა!

კვირას, 23 იანვარს 14:00 სთ-ზე, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ.

 

დავდგეთ ერთად უკრაინისთვის!

  ,,ის რაც ვნახეთ იმაზე მძიმეა კადრებია, ვიდრე ის, რაც გასაჯაროვდა’’-ნიკა გვარამია
16:09 / 21.01.2022
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მესამე პრეზიდენტისადმი არაადამიანური მოპყრობის კადრების გაცნობის შემდეგ დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოტყუებით არის მიყვანილი.
,,გამდიდრებული მთავრობა! მოტყუებული ხალხი" -ქუთაისში გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებენ
11:53 / 21.01.2022
,,გამდიდრებული მთავრობა! მოტყუებული ხალხი!" , ,,ქუთაისის მერი - 5500 ლარი, სოციალურად დაუცველი -60 ლარი", ,,ბიძინა სად არის განახევრებული ტარიფები"-