COVID 19-ის საინფორმაციო კამპანის ფარგლებში,  იმერეთის სოფლების მაცხოვრებლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

20 ოქტომბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში 13:00 სთ-ზე, ხოლო 15:00 სთ-ზე სოფელ არგვეთში საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას.

COVID 19-ის საინფორმაციო კამპანის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები ჩატარდება საქართველოს ხუთი რეგიონის – კახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის სოფლების მაცხოვრებლებთან.

შეხვედრას გაუძღვებიან სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში (იხილეთ ოქტომბრის თვეში სოფლებში შეხვედრების გრაფიკი დანართის სახით). შეხვედრებზე მონაწილეთათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და არსებული რეგულაციების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ტრენინგის დაწყებამდე სწრაფი ტესტების გაკეთება ყველა მონაწილისათვის. შეხვედრების ხანგძლივობა იქნება 60-90 წუთი. შეხვედრების ფორმატი მოიცავს ინტერაქციას, სლაიდ-შოუ პრეზენტაციასა და დისკუსიებს.
საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი კამპანიის ფარგლებში უზრუნველყოფს მსურველების ვაქცინაციას/ან შესაბამის ამბულატორულ დაწესებულებასთან გადამისამართებას.

დანართი 1.

იმერეთის რეგიონი
20 ოქტომბერი, ოთხშაბათი
• 13:00 საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი კორბოული
• 15:00 საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი არგვეთი

21 ოქტომბერი, ხუთშაბათი
• 11:00 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი მაღლაკი
• 13:00 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ქვიტირი

22 ოქტომბერი, პარასკევი
• 13:00 სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი ჯიხაიში
• 15:00 ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი მათხოჯი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *