„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.



სახლმა საუკუნეზე მეტხანს აცხოვრა თავისი ბინადრები, შემდეგ კი მისი განახლების და  ხელის შევლების დრო დადგა. ოჯახიც ხან დანგრევას, ხან მიშენებას, ხანაც კი მის ნაცვლად ახალი სახლის აშენებას აპირებდა.  სახლი გადარჩა…  ახლა კი  ლილი და მისი ოჯახი სახლის განახლებაზე და მისთვის ახალი სიცოცხლის შეძენაზე ზრუნავენ.

 

„ნინასოული“ სახლი მასპინძელი იქნება ყველასი, ვისაც ცოტახნით სოფელში ცხოვრება, ან ამ გამოცდილების მიღება სურს. ურბანული გარემოდან ჯანსაღ სივრცეში გასვლა და დიმელ ქალთა საზოგადოებაში გარევა.

 

„ სახლს „ნინასოული“ ერქმევა. "სოული" - ეს ბოლოსართი, იმერეთში ვინმეს სამკვიდროს, კუთვნილებას ნიშნავს და რომ ჩაივლიან იკითხავენ, - "ეს ვისი სოულია?" ეუბნებიან,  რომ აი, ალექსანდრესოული, კოწიასოული, ღუტუნასოული... არცერთ სახლკარს, თუ მიწას,  ქალის სახელი არსად არ ერქვა” - გვიყვება ლილი.

„ჩვენი ოჯახის მიწების უმეტესობა ბებიაჩემის მზითვი იყო, ამან გადამაწყვეტინა, რომ სამართლიანობა აღვადგინო და ამ სახლს ბებიაჩემის სახელი დავარქვა.“

 

ლილის ბებია ნინა ადრეულ ასაკში, 15 წლისა იძულებით გაათხოვეს და ყოველთვის წყდებოდა გული, რომ განათლების მიღება ვერ შეძლო, ამიტომ თავის ოთხ შვილს, გოგონებს ქმრისგან მალულად თბილისში, უმაღლესში ჩააბარებინა.

“ბაბუა ფიქრობდა, რომ გოგოების სწავლაში რესურსი დიდად არ უნდა დაეხარჯათ და  ქუთაისშიც შეეძლოთ ესწავლათ. ბებიაჩემი კი ამბობდა, რომ კარგი განათლების მიღებას მარტო ქუთაისში ვერ შეძლებდნენ და შვილები თბილისში გაგზავნა უმაღლესში ჩასაბარებლად. ბებია დილით თურმე ძალიან ადრე დგებოდა, მოდიოდა თბილისში შვილებთან და იმ დღესვე უკან ბრუნდებოდა, რომ ბაბუას არ გაეგო", - გვიყვება ლილი.

 

თანასწორობის კუთხე ბაღდათის ბიბლიოთეკაში

 

წლების წინ, ბაღდათში ახალგაზრდული აქტივობებისთვის არც ისე ხელსაყრელი  მდგომარეობა იყო.  ნაკლებად იყო ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების სივრცეები და  მოსწავლეებს  კულტურულ-სპორტულ აქტივობებზეც არ მიუწვდებოდათ ხელი. დღეს, ამ მხრივ  ბევრი რამ შეიცვალა და ბაღდათელი მოზარდებისთვის  სხვადასხვა სივრცეები გაჩნდა.

ლილის, მისი მეგობრის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით  ბაღდათის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თანასწორობის კუთხე გაიხსნა, სადაც მოზარდებს თანასწორობის თემაზე დაწერილი ქალი ავტორების  ახალგამოცემული წიგნები ხვდებათ.

ბიბლიოთეკის თანასწორობის კუთხეში გამართული შეხვედრების ფარგლებში მოზარდები მწერლებს, აქტივისტებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდნენ.

 

“ჩემს მეგობარს ვუყვებოდი აქაურ ამბებს, აქ რა ხდება, მე თვითონ როგორ გავიზარდე. 90-იანებში, 2000-იანებში საკვებს ძლივს ვყიდულობდით, არათუ ძვირადღირებულ წიგნებს. ჩემმა მეგობარმა თქვა -„ მოდი, საჩუქარი გავუკეთოთ ბაღდათის ახალგაზრდებს და სულ თანამედროვე ცინცხალი წიგნები ჩამოიტანეს არა მარტო გენდერულ თანასწორობაზე ზოგადად,  თანასწორობის მიმართულებით.

ჩვენი კუთხის მკითხველებმა აღმოაჩინეს, როგორ წერენ თანამედროვე ქალი ავტორები და მათ ტექსტებში საკუთარი თავიც დაინახეს. ბიჭებიც მოდიან, კითხვებს სვამენ და  ინტერესდებიან ჩვენი ფემინისტური კუთხით და ამბებით", - გვიყვება ლილი. 


წლების უკან,  როდესაც ლილი თბილისში სასწავლებლად წავიდა, კომპიუტერი  პირველად გამოიყენა. ქალაქთან შედარებით რეგიონებში განათლებისა და ციფრულ რესურსებზე ხელმისაწვდომობა წლების წინ შეზღუდული იყო.  თუმცა, ამ ყველაფერს ლილისთვის ხელი არ შეუშლია ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი გამხდარიყო და უამრავ გოგოს, ქალს დახმარებოდა, ესწავლათ სოციალური მედია-მენეჯმენტი, ქოფირაითინგი და  და ამ პროფესიებით გზა გაეკვლიათ.

ლილიმ  „ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები“ დაარსა“ და სხვა თავის თანამოაზრეებთან ერთად ცდილობდა ციფრული მიმართულებით ცოდნი გავრცელებას.

“მინდა, რაიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა იცოდნენ, რამდენად ფართოა შესაძლებლობები თანამედროვე სამყაროში“, - ამბობს ლილი.

 

ბაღდათური ნობათი ქალაქს - დიმელ ქალთა ამხანაგობა

 

15 წლის წინ, როცა ქვეყანაში ემიგრაციის პიკი იყო, ლილის დედა და სხვა ბაღდათელი ქალები ემიგრაციაში წავიდნენ.  დღეს, ეს ქალები ნელ-ნელა თავიანთ ქვეყანას, სოფლებს და  სახლებს  უბრუნდებიან და იქაურობასაც სიცოცხლეს უბრუნებენ.

„ყველა ეზოს ეტყობა, სად დაბრუნდნენ ქალები და რომ ნამდვილად ქალი დაბრუნდა სახლში, იმიტომ რომ სხვანაირად ეტყობა სოფელს ქალის შრომა.“ - ამბობს ლილი.

ემიგრაციიდან დაბრუნებულ ქალებს და მეზობლებს ლილი პროდუქტების გაყიდვაში ეხმარება. ეს იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ნახა _ მეზობელი ქალები ჯანსაღ პროდუქტს კი  აწარმოებდნენ, მაგრამ ვერ ყიდდნენ..


"ბადაგი, ჩურჩხელა, თაფლი, ღვინო და სხვა პროდუქტები მომაქვს თბილისში და ვურიგებ მათ, ვინც გვიკვეთავს. ერთ-ერთი ქალი ახალი დაბრუნებულია საზღვარგარეთიდან და მინდა, რომ ეკონომიკურ საქმიანობაში ისიც  ჩაერთოს. ახლა დედაჩემიც აპირებს დაბრუნებას საქართველოში და მინდა ვაჩვენო, რომ მართალია, ძალიან ბევრი წვალება გვიწევს, მაგრამ აქაც შეგვიძლია  ჩვენი შრომის შედეგი დავინახოთ.  მე თუ სტუმარი მეწვევა და არ მეყოლება იმდენი ქათამი, რომ მას ჩემი სოფლის კვერცხი შევუწვა, აგერ, გადავალ ნელიკოსთან და იმას გამოვართმევ და რაღაც ასეთი ამხანაგობა გვექნება."


" ახლა მე და ჩემი და სამშენებლო საქმეებში რომ ვართ ჩართულები, თუნდაც რომ ვაშენებთ, ან ხელოსანი მოგვყავს, ხშირად მეკითხებიან, მოიცა, ამას შენ აკეთებ? ან ეზო რომ გავცელე, უკვირთ რომ ელექტროცელს ვიყენებ.  სოფლად მცხოვრები ქალები სულ შრომაში ვართ.  ხელები გვაქვს დაგრძელებული წყლის და სიმძიმეების თრევით და მაინც უკვირთ, რომ რაღაცები კარგად გამოგვდის. ქალებსაც გაუკვირდათ რა კარგად შეძლეს სხვადასხვა საქმეების ორგანიზება, რა კარგად გამოუვიდათ იმ პროდუქტების დამზადება, რომელიც თბილისში მიგვაქვს. მიხვდნენ რომ მათ მიერ მიღებული შრომის პროდუქტი წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების შედეგია."- ამბობს ლილი.


სანამ სოფელში ცხოვრება ზოგისთვის ჰამაკში წამოწოლილ ნებიერ ცხოვრებასთან ასოცირდება,  ლილის ამ სტერეოტიპების და განწყობების  შეცვლაც უწევს.  ჯიუტი და ყოჩაღი ქალები  ამ ყველაფერს ერთად  და ერთმანეთის დახმარებით აკეთებენ. 


მარიტა ტყეშელაშვილი

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 დეკემბერს რადიო
12:41 / 02.12.2021

დღეს, 2 დეკემბერს რადიო "ძველი ქალაქი" 26 წლის გახდა.

დღეს, 2 დეკემბერს რადიო
12:41 / 02.12.2021

დღეს, 2 დეკემბერს რადიო "ძველი ქალაქი" 26 წლის გახდა.


ქუთაისში, წითელ და ჯაჭვის ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.
16:08 / 01.12.2021

ქუთაისში, წითელ და ჯაჭვის ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 0 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 14 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
სოხუმი 7 - 14 °C
img
ფოთი 7 - 14 °C
img
თელავი 0 - 8 °C
img
მესტია -4 - 6 °C
img
ზუგდიდი 2 - 13 °C
img
ბორჯომი -1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
სააკაშვილი: მაქვს ოცნება, პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40 ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო
15:47 / 02.12.2021


მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქლაქო სასამართლოში "პიჯაკების საქმეზე" გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ მისი ოცნებაა ყვარელში

სააკაშვილი:  ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე ყველგან სადაც მივდიოდი
15:35 / 02.12.2021


საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დასრულდა.

მიხეილ სააკაშვილი "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო პროცესს დაესწრება
10:20 / 02.12.2021


დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამრთლო პროცესი გაიმრთება.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის კულტურის სტრატეგია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის განვითარების პროცესში
23:19 / 01.12.2021
პროექტ EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, შერჩეული ქალაქების- ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.