არც გამომცდელს და არც კანდიდატს არ ეცოდინება, რომელ მარშრუტზე მოუწევს გამოცდის ჩაბარება -ახალი წესები მართვის მოწმობის ასაღებად

პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან რეალურ მოძრაობაში მოუწევთ,
კონკრეტული ქუჩებისა და მარშრუტის შესახებ წინასწარ არ ეცოდინებათ.


მართვის მოწმობის გამოცდის ახალი რეფორმის თაობაზე, რაც გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს, მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი საუბრობს.

კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიღებულია, ახლად დამტკიცებული რეგულაციებით კი, მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში B და BE კატეგორიებისთვის 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო.

„გამოცდები ჩატარდება ყველა იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები. ეს იქნება ბათუმი, ფოთი, ოზურგეთი,ქუთაისი, საჩხერე, გორი თელავი, ახალციხე და რუსთავი.

რაც შეხება იმ ქუჩებს, სადაც გამოცდის ჩაბარება პირებს რეალურ მოძრაობაში მოუწევთ, მარშრუტი და ქუჩების ჩამონათვალი, თუ სად უნდა ჩაბარდეს გამოცდა, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცდება. იქნება რამდენიმე მარშრუტი, თუმცა არც გამომცდელს და არც კანდიდატს არ ეცოდინება, რომელ მარშრუტზე მოუწევს გამოცდის ჩაბარება. პროგრამა RENDOM-ი აირჩევს სად, ვინ, რომელ მარშრუტზე გაივლის“, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

ამასთან, როგორც მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, გამოცდის ჩაბარებისთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირი მარშრუტები იქნება შერჩეული.

„გამოცდა ორ ეტაპიანი იქნება, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე ისევ დარჩება დახურული მოედანი ანუ სადაც ახლა აბარებენ გამოცდას და რა ელემენტებსაც ახლა ასრულებენ გამოცდის ჩამბარებელი პირები, იგივე ელემენტების შესრულება დახურულ მოედანზე ისევ მოუწევთ. ის, ვინც ჩააბარებს გამოცდას დახურულ მოედანზე, უკვე გადავა ქალაქში, რეალურ პირობებში. იქნება ყველა ის კომპონენტი, რაც გვხვდება ქალაქში, ეს არის შუქნიშანი, რეგულირებული და არარეგულირებული გზაჯვარედინი, ჩვეულებრივად 80 კმ. საათზე მეტი სიჩქარიან მაგისტრალზე გასვლა და ა.შ. ცხადია, ყველა ქალაქი ვერ იძლევა ამის შესაძლებლობას და ერთნაირად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას,ზოგან გზა არ არის ან აღმართი და ა.შ. მაგრამ მეტნაკლებად ერთნაირი მარშრუტები იქნება შერჩეული“, – აცხადებს იმედა მაკასარაშვილი.

რაც შეეხება მართვის მოწმობის ასაღებად გათვალისწინებული გამოცდის საფასურს, მაკასარაშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე, მომსახურების საფასური იგივე დარჩება.

„დახურული მოედნისთვის და თეორიული გამოცდისთვის საფასური არ იცვლება. კანდიდატი თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს ხუთ უფასო გასვლას დახურულ მოედანზე და ამ კუთხით შეზღუდვა არ ექნება იმ საფასურში, რასაც დღეს იხდის. ხოლო, ქალაქის პირობებში, საფასური იცვლება და როგორც კანონში არის მითითებული, B და BE კატეგორიისთვის საფასური შეადგენს 90 ლარს ერთჯერადად გასვლაზე“,- განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.





წყარო: ინტერპრესნიუსი
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყოველწლიურად ქუთაისს უამრავი ახალგაზრდა ტოვებს. მიგრაციის მიზეზი
მხოლოდ სწავლა-განათლება არ არის,
18:11 / 28.06.2022
ყოველწლიურად ქუთაისს უამრავი ახალგაზრდა ტოვებს. მიგრაციის მიზეზი მხოლოდ სწავლა-განათლება არ არის,
,, პრაიდ კვირეული’’ დღეს გაიხსნება, ქართველი რეჟისორის, ელენე
ნავერიანის ქვიარ ფილმის „სველი ქვიშა“ პრემიერით.
13:00 / 28.06.2022
,, პრაიდ კვირეული’’ დღეს გაიხსნება, ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმის „სველი ქვიშა“ პრემიერით.
ქუთაისის და მთლიანად საქართველოს მასშტაბით, პარკირების ადგილებზე
ხშირად შეხვდებით ადამიანებს,
16:59 / 27.06.2022
ქუთაისის და მთლიანად საქართველოს მასშტაბით, პარკირების ადგილებზე ხშირად შეხვდებით ადამიანებს,
,,შინ ევროპისკენ
19:44 / 24.06.2022
,,შინ ევროპისკენ" - ქუთაისში ავტომსვლელობა მოეწყო.
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა იმერეთის
მუნიციპალიტეტებში.
16:21 / 23.06.2022
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა იმერეთის მუნიციპალიტეტებში.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
,,იმ ქვეყნების სიაში, სადაც "მაიმუნის ყვავილი" ფიქსირდება, შესაძლოა, საქართველოც მოხვდეს’’-მაია ზალდატანიშვილი
იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”, ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
15:11 / 07.06.2022
პოლიტიკის სიახლეები
,,ქუთაისის მერიის თანამშრომლებს დავალებული აქვთ ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება’’-გიგა შუშანია
11:52 / 29.06.2022
,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქუთაისის მერიას ანტიევროპულ კამპანიაში ადანაშაულებს.
,,PACE-ის განცხადება ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ადეკვატური მკურნალობა’’-გიული ალასანია
12:49 / 28.06.2022
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, ევროპული საბჭოს ასამბლეის განცხადება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელშიც დასაბუთებულად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ადეკვატური მკურნალობა.
,,ოპოზიციამ ხმარებიდან უნდა ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ,,პრორუსული მთავრობა’’, ,,პუტინისტური რეჟიმი’’-ირაკლი კობახიძე
17:32 / 24.06.2022
,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპოლარიზაციისთვის საჭიროა, ოპოზიციამ შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ,,პრორუსული მთავრობა’’, ,,პუტინისტური რეჟიმი’’.
,,საქართველო იმუშავებს დეოლიგარქიზაციისთვის’’ -ირაკლი ღარიბაშვილი
17:10 / 24.06.2022
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა.
ამინდი
თბილისი 18 - 27 °C
img
ქუთაისი 19 - 26 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
სოხუმი 18 - 26 °C
img
ფოთი 21 - 24 °C
img
თელავი 17 - 26 °C
img
მესტია 8 - 19 °C
img
ზუგდიდი 18 - 27 °C
img
ბორჯომი 15 - 26 °C
img