ეკონომიკის სამინისტროში შქმერის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

ეკონომიკის სამინისტროში შქმერის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.
ორგანიზაციები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მწვანე ალტერნატივა სამინისტროსგან ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ. 

მათი განცხადებით, ლიცენზიების გაცემის პროცესში დარღვეულია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ, ასევე კანონით გათვალისწინებული გამჭვირვალე პროცესის ნაცვლად, სახელმწიფო უწყებებმა ადგილობრივი მაცხოვრებლების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გამოიყენეს.

ორგანიზაციები სამინისტროსგან გაცემული ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ დაუშვებელია ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვისა და გარემოს განადგურების ხარჯზე წიაღისეულის მოპოვება.


"ჩვენ, დღეს ეკონომიკის სამინისტროში გვაქვს ზეპირი მოსმენა შქმერის საქმესთან დაკავშირებით. ამ მოსმენის შემდეგ, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საქმე წავა სასამართლოში.
მოთხოვნა არის ბათილობა ორი ლიცენზიის და ვდაობთ მონაწილეობის პრინციპზე, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული და მათთან შეთანხმებით არ მოხდა ამ ლიცენზიის გასხვისება." - თათული ჭუბაბრია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

შქმერის მაცხოვრებელი გოგა გაგნიძე, რომელიც შეხვედრას ესწრება, ამბობს, რომ მის თანასოფლელებს სახელმწიფომ კუთვნილი მიწები ჩამოართვა და ინვესტორს გადასცა. მისი თქმით, შქმერის შემთხვევაში, სახელმწიფოს არ აქვს გამოკვლეული როგორი იქნება მანგანუმის ზეგავლენა გარემოზე. ის ამბობს, რომ შქმერის ხელუხლებელი ბუნება მსოფლიო ნაკრძალის ნაწილია, სადაც ფლორის და ფაუნის გადარჩენა ხდება და დაუშვებელია მისი აოხრება. 


"მანგანუმის  კარიერული მოპოვება, ეს არის კომპრომისული ვარიანტი და  ძირითადად გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში და ემსახურება ბიზნეს ინტერესებს. რადგან შეუძლებელია პირვანდელი სახის დაბრუნება იმ ტერიტორიისთვის, სადაც მისი მოპოვება ხდება,  სახელმწიფოს აქვს თვითონ ეს ვალდებულება აღებული, რომ კარიერული მოპოვება დასრულდეს პირვანდელი სახის დაბრუნებით და მანგანუმის შემთხვევაში, არამხოლოდ პირვანდელი სახის დაბრუებაზეა საუბარი, არამედ როგორია თვითონ მანგანუმის ზეგავლენა გარემოზე.

შქმერი და მისი შემოგარენი არის ხელუხლებელი ბუნება და რაც მთავარია, თვითონ ლიცენზიის გაცემის პირობებშიც კი აღნიშნულია, რომ ეს მიწები მოყოლილია ე.წ. ზურმუხტის ქსელში.
ეს არის მსოფლიო ნაკრძალის ნაწილი. ეს არ არის მარტო ქვეყნის საკუთრება, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ტერიტორია, სადაც ხდება ფლორის და ფაუნის გადარჩენა.
ყველა სოფლის მაცხოვრებლის თანხმობაც, რომ ყოფილიყო, ქვეყნის ინტერესზე მეტი დევს. აქ არის ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც არ წყდება ქვეყნის შიგნითაც კი.
ქვეყანამ თანხმობა განაცხადა ამაზე ბერლინის კონვენციაზე შეთანხმებით. ქვეყნის ტერიტორიებზე ზემოქმედების შემთხვევაში, განხილვა უნდა იყოს ძალიან ფართო და მასშტაბური, რაც არ მომხდარა. ეკოლოგიური პროტესტი ზოგადად, ახალია  ჩვენს ქვეყანაში და შქმერის შემთხვევაში, კიდევ უფრო განსხვავებული მდგომარეობაა, რადგან ამ საკითხს აქვს მრავალი შრე.
ძალიან ბევრია ეწინააღმდეგება შქმერში მანგანუმის მოპოვებას. არა მხოლოდ თანასოფლელები არიან თანამოაზრეები ამ თემაზე, არამედ ადამიანები მთელი ქვეყნიდან და უცხოეთიდან.

ასევე, ოფიციალურად შეიქმნა საზოგადოებრივი ჯგუფი - "შქმერის გადარჩენისთვის", რომელიც ნელნელა იკრებს ძალებს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის გრძელვადიანი და რთული გზა.  ჩვენ არ ვართ ვინმეს წინააღმდეგი, ჩვენ მათზეც ვფიქრობთ და მათ შვილებზეც. აქ დიდი რაოდენობის ფულზეა ლაპარაკი და ჩვენ ამ კაპიტალს არ განვიხილავთ, როგორც ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობის მონაპოვარს", - ამბობს შქმერელი გოგა გაგნიძე.


ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი ნინო გუჯარიძე მიიჩნევს, რომ  იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ქვეყანას ჭიათურის სახით აქვს, შქმერში მანგანუმის მოპოვება უარყოფითი ზემოქმედების მომტანი იქნება.

"გარემოს ზემოქმედების შეფასება წყვეტს, დასაშვებია თუ არ არის დასაშვები შქმერში მანგანუმის მოპოვება, რომელიც მსგავსი საქმიანობის დაგეგმვის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს. შქმერის შემთხვევაში, მსგავს შეფასებას ადგილი არ ჰქონია. რა გამოცდილებაც გაგვაჩნია მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებით ჭიათურაში , ვფიქრობთ, რომ ამ ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვება იქნება ძალიან მნიშვნელოვნად უარყოფითი ზემოქმედების მომტანი და გარდა ამისა, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი წარმოდგენ." - ამბობს  ნინო გუჯარიძე. 




ფოტო: მთის ამბები




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალში იმერეთში მოქმედი
არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.
18:38 / 29.07.2022
ქუთაისის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალში იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა
აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში
დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.
14:12 / 28.07.2022

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას გეგმავს.
11:44 / 20.07.2022
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას გეგმავს.
გადავსებული ურნები, ძირს დაყრილი ნარჩენები, გაუწმენდავი ქუჩები და
მუდმივი მტვერი ქალაქში- ეს ქუთაისის რეალობაა.
16:49 / 18.07.2022
გადავსებული ურნები, ძირს დაყრილი ნარჩენები, გაუწმენდავი ქუჩები და მუდმივი მტვერი ქალაქში- ეს ქუთაისის რეალობაა.
14 ივლისს, ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ქალთა კლუბების
ინიციატივით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო
შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით, ,,ერთად ფემიციდის წინააღმდეგ’’.
15:07 / 15.07.2022
14 ივლისს, ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ქალთა კლუბების ინიციატივით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით, ,,ერთად ფემიციდის წინააღმდეგ’’.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
პოლიტიკის სიახლეები
2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი შესრულდა
00:00 / 08.08.2022
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ,
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
17:35 / 29.07.2022
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
14:27 / 28.07.2022
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
12:20 / 28.07.2022
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 22 - 35 °C
img
ბათუმი 22 - 28 °C
img
სოხუმი 23 - 28 °C
img
ფოთი 22 - 27 °C
img
თელავი 21 - 33 °C
img
მესტია 16 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 28 °C
img