გაპონოვის ქუჩის მცხოვრებლებმა დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართეს

გაპონოვის ქუჩის მაცხოვრებლებმა მათ ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს.


შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ გასცა ნებართვა, რომლის მიხედვით, გაპონოვის ქუჩაზე დაგეგმილია სამსართულიანი შენობის აგება. 

ნებართვა გაცემულია ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ.

ადგილი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, საბავშვო სკვერის ტერიტორიაზეა და სააპელაციო სასამართლოს ესაზღვრება. ამასთანავე, მოპირდაპირე მხარეს სინაგოგა და სხვა კულტურული ძეგლებია.  დამკვეთი შპს „ახალი დეველოპმენტია“. მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულდეს.

ამ დრომდე არ მიგვიღია რადიო "ძველი ქალაქის" მიერ გამოთხოვილი დოკუმენტები, ტერიტორიის გასხვისებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.


როგორც მაცხოვრებლები ამბობენ, ადგილი, სადაც სამსართულიანი შენობის აგება იგეგმება, სკვერის ტერიტორიაა და გაპონოვის ქუჩის მაცხოვრებლებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი თქმით, ბანერზე გამოსახული შენობის სიმაღლე და პროექტში გათვალისწინებული პარამეტრები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც იმის ეჭვს ბადებს, რომ ტერიტორიაზე, სრულიად სხვა შენობის აგება იგეგმება. მოსახლეობა ყოველდღიურ საპროტესტო აქციას აანონსებს. ისინი მოითხოვენ, გაიხსნას ბარიკადებით შემოსაზღვრული სივრცე და ტერიტორია დაუბრუნდეთ.

" 2019 წლის 1 იანვარს დაიდო ეს ტერიტორია გასაყიდად აუქციონზე. ეს მოხდა ჩუმად და მუხანათურად, ვინაიდან სადღესასწაულო დღეები იყო და ადამიანებს წესით, ამისთვის დრო არ ექნებოდათ.  აქედან არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის არაკანონიერი გაყიდვა. 2019-ში ვთხოვდი ქალაქის მერს, რომ გაეუქმებინა აუქციონი, მაგრამ მათი წინადადება იყო: "თქვენ იყიდეთ". იმის ნაცვლად, რომ ხალხისთვის ზრუნავდნენ, ჩვენ გვიწევს  ყოველდღიური ბრძოლა, თითქოს მტაცებელი შემოგვესია და  ეს სკვერი არ წაგვართვას,  ბაღის ის კუთხე არ წაგვართვას, იქ რაღაც ოდნავ "მოსასუნთქი" არ წაგვართვას. ამაზე ხომ არ უნდა ვიყოთ ჩასაფრებული მოსახლეობა? რომ იყოს საჭიროება, ააშენებდნენ სკოლას, რომ ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს უბანი", - დარეჯან ძინძიბაძე, მაცხოვრებელი



"მე როგორც ამ უბნის მცხოვრები, ძალიან ვეწინააღმდეგები ამ მშენებლობას. ადამიანი თუ ჯანმრთელი არ გაიზარდა, ბავშვმა თუ ვერ ითამაშა, ყველაფერი თუ მოგებაზე გადავიდა, რა ქალაქია მაშინ?! ქალაქში ბავშვი ხომ უნდა გაიზარდოს, მოსახლეობა აღარ უნდა იყოს აქ?! ეს ქალაქი ხომ უნდა უყვარდეს. ქუთაისი მაშინ უყვარდება, თუ ბავშვი გაიზრდება, ითამაშებს, მერე რიონში იბანავებს ფეხბურთს ითამაშებს. ასე უყვარდება ადამიანს ქალაქი და ამ ბარიკადებში როგორ უნდა გაიზარდოს ნორმალურად ბავშვი?!" - ამბობს  წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, სვიმეონ გაფრინდაშვილი. 


" წინა კვირაში დაიწყეს ამ ტერიტორიაზე ბოძების დასმა და შემორაგვა, რაც მაშინვე  გავაპროტესტეთ. მივმართეთ ქალაქის მერიას და გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია, თუ ვის სახელზე ირიცხება ახლა ეს ტერიტორია. ეს სკვერის ტერიტორიაა. აქ მოზარდები თამაშობენ, მოხუცები ისვენებენ. პროტესტი ყოველდღიურ ფორმაში გადავა. არ დავუშვებთ, რომ არაიმე აშენდეს. მოვითხოვთ ამ შემორაგული სივრცის გახსნას, რომ დაუბრუნდეს ეს სივრცე ისევ ქუჩას და მაცხოვრებლებს." - ნორა მურღულია, მაცხოვრებელი





 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყოველწლიურად ქუთაისს უამრავი ახალგაზრდა ტოვებს. მიგრაციის მიზეზი
მხოლოდ სწავლა-განათლება არ არის,
18:11 / 28.06.2022
ყოველწლიურად ქუთაისს უამრავი ახალგაზრდა ტოვებს. მიგრაციის მიზეზი მხოლოდ სწავლა-განათლება არ არის,
,, პრაიდ კვირეული’’ დღეს გაიხსნება, ქართველი რეჟისორის, ელენე
ნავერიანის ქვიარ ფილმის „სველი ქვიშა“ პრემიერით.
13:00 / 28.06.2022
,, პრაიდ კვირეული’’ დღეს გაიხსნება, ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმის „სველი ქვიშა“ პრემიერით.
ქუთაისის და მთლიანად საქართველოს მასშტაბით, პარკირების ადგილებზე
ხშირად შეხვდებით ადამიანებს,
16:59 / 27.06.2022
ქუთაისის და მთლიანად საქართველოს მასშტაბით, პარკირების ადგილებზე ხშირად შეხვდებით ადამიანებს,
,,შინ ევროპისკენ
19:44 / 24.06.2022
,,შინ ევროპისკენ" - ქუთაისში ავტომსვლელობა მოეწყო.
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა იმერეთის
მუნიციპალიტეტებში.
16:21 / 23.06.2022
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა იმერეთის მუნიციპალიტეტებში.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
,,იმ ქვეყნების სიაში, სადაც "მაიმუნის ყვავილი" ფიქსირდება, შესაძლოა, საქართველოც მოხვდეს’’-მაია ზალდატანიშვილი
იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”, ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
15:11 / 07.06.2022
პოლიტიკის სიახლეები
,,ქუთაისის მერიის თანამშრომლებს დავალებული აქვთ ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება’’-გიგა შუშანია
11:52 / 29.06.2022
,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქუთაისის მერიას ანტიევროპულ კამპანიაში ადანაშაულებს.
,,PACE-ის განცხადება ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ადეკვატური მკურნალობა’’-გიული ალასანია
12:49 / 28.06.2022
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, ევროპული საბჭოს ასამბლეის განცხადება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელშიც დასაბუთებულად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ადეკვატური მკურნალობა.
,,ოპოზიციამ ხმარებიდან უნდა ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ,,პრორუსული მთავრობა’’, ,,პუტინისტური რეჟიმი’’-ირაკლი კობახიძე
17:32 / 24.06.2022
,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპოლარიზაციისთვის საჭიროა, ოპოზიციამ შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ,,პრორუსული მთავრობა’’, ,,პუტინისტური რეჟიმი’’.
,,საქართველო იმუშავებს დეოლიგარქიზაციისთვის’’ -ირაკლი ღარიბაშვილი
17:10 / 24.06.2022
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა.
ამინდი
თბილისი 18 - 27 °C
img
ქუთაისი 19 - 26 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
სოხუმი 18 - 26 °C
img
ფოთი 21 - 24 °C
img
თელავი 17 - 26 °C
img
მესტია 8 - 19 °C
img
ზუგდიდი 18 - 27 °C
img
ბორჯომი 15 - 26 °C
img